სხვა აჭარის სანაპიროებზე 4 ბალამდე შტორმი დაფიქსირდა 2013, 18 მარტი, 10:29 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მკვეთრად გაუარესდა ამინდი. ყველგან მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა და ქროდა ძლიერი ქარი. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა აჭარაში. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ "ინტერპრესნიუსს" აცნობა, რომ აჭარის სანაპიროებზე დაფიქსირებული იქნა შტორმი, რომლის სიმძლავრე 4 ბალი იყო, ხოლო ქარი-20 მეტრი წამში. მამუკა თურმანიძის ინფორმაციით აჭარაში ყველანაირი უსაფრთხოების ზომები დაცულია და გარდა ამისა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საგანგებო რეჟიმზეა გადასულე. 58 5-ს მოსწონს
|