მსახიობი და ტელეწამყვანი ნანკა კალატოზიშვილი უკვე 7 თვის ორსულია და როგორც გაირკვა, ის მალე ვაჟის დედა გახდება. ბავშვის მამა კალათბურთელი ირაკლი კედიაა, მიუხედავად იმისა, რომ წყვილი დიდი ხანია ერთადაა ისინი დაქორწინებას მაინც არ ჩქარობენ. ნანკას თქმით, ურთიერთობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააოფიციალურებენ, თუ ეს ბავშვს დასჭირდება.