x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135713
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
ფრანგული ბლინები ბრეტონულად
imageშემადგენლობა: 160 გ. ფქვილი;

2 ს/კ შაქარი;

500 მლ. რძე

4 კვერცხი;


40 გ ნაღების კარაქი;

1 ს/კ ლიმონის და ფორთოხლის გახეხილი კანი;

მწიკვი მარილი.


მომზადება:

რძე წინასწარ გამოდგით მაცივრიდან, რათა შეთბეს ოთახის ტემპერატურამდე.

ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და მარილი, დაამატეთ შაქარი, ლიმონის და ფორთოხლის გახეხილი კანი. კვერცხი ათქვიფეთ სათითაოდ და თან განუწყვეტლივ აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ რძე და თან ურიეთ. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, დააფარეთ ტილო და შედგით მაცივარში ერთი საათი.


კარაქი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე და 2-3 წთ დატოვეთ ღია ყავისფერის მიღებამდე. გააგრილეთ, შემდეგ აკურატულად დაამატეთ ცომს. აურიეთ.

ტაფა გააცხელეთ, დაასხით ცომის ნახევარი. წრიული მოძრაობით გაანაწილეთ ტაფის ზედაპირზე

1 წთ-ის შემდეგ ბლინი გადააბრუნეთ და მოამზადეთ 30-40 წმ.

გადაიღეთ ტაფიდან თეფშზე და გემრიელად მიირთვით.

0
374
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0