პროზა ქალი თაიგულში 2013, 15 მარტი, 0:11 თეთრი სხივი გამოეპარათ ყორნისფერ ღრუბლებს და ფიფქივით დაადნა ვარდისფერ ტუჩზე ლამზთვალება გოგნას, ის შეცბა, შეჩერდა და ალმაცერად ახედა ცას რომელიც უფრო პირქუში ჩანდა ვიდრე ოდესმე. გაეღიმა გოგონას, პატარა თაიგული ფაერში აისროლა მთელი ძალით და გზა განაგრძო, გაკვირვებულები მხრებს იჩეჩდნენ თვითმხილველები რომლებმიც კაი ხანს ელოდნენ თაიგულის მიწაზე დაბრუნებას. გაოცებული იყო ასევე ბუთხუზა თაკო რომელიც ქალაქის მეორე ბოლოში იდგა დაღვრემილი, მხოლოდ მას არ ქონდა თაიგული, უფრო სწორედ მას არავინ მიართვა და აი სასწაულებავ, ციდან ჩაუვარდა ხელში ულამაზესი ყვავილები. თაკო სიხარულის სხივით აინთო და ეხლაც დადის ცაზე მისი გახარებული თვალების ანარეკლი და ყოველ ქალბატონს გაუქარვებს ხოლმე ამქვეყნიურ სევდას. 16 1-ს მოსწონს
|