x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მკვლელობა ლიფტში-"რას გააკეთებდით თუ მკვლელობას შეესწრებოდით?"

imageნიუ-იორკის ერთ-ერთი სახლის მაცხოვრებლები თვითნებურად გახდნენ ფსიქოლოგიური ტესტის მონაწილენი.როდესაც ლიფტს იძახებდნენ, კარის გაღებისთანავე ისინი "მკვლელობის" მოწმეები ხდებოდნენ."მოწმეების" რეაქცია იწერებოდა კამერაზე, ორგანიზატორი იყო სააგენტო Thinkmodo, -ეს იყო კრიმინალური "ბოევიკის"პრომო-აქცია"ერთით ნაკლები"-რომელიც მალე გამოვა გაქირავებაში, იუწყება The Daily Mail-ი.ვიდეო რგოლს ჰქვია "რას გააკეთებდით, თუ მკვლელობას შეესწრებოდით?"-მოწმეებიდან, დაინახავდენ რა მკვლელობის სცენას, ზოგი იბნეოდა, ყვიროდა და გარბოდა, მაგალითად მამაკაცები, რომლებიც დივანს მიათრევდნენ, დაინახეს და უხმოდ გაეცალნენ, გადაწყვიტეს არ ჩარეულიყვნენ, ჟურნალი "The Good Men Project"-ი ამისთანა რეაქციას "მოწმის ეფექტს" უწოდებს და შემდეგნაირად ხსნის:"როცა ადამიანმა იცის, რომ მოწმე მის გარდა კიდევ სხვა შეიძლება იყოს ლიფტის გამოძახების დროს, არ ცდილობს, რომ დაეხმაროს, ფიქრობს, რომ მის მაგივრად ამას სხვა გააკეთებს, მაგრამ თუ მარტოა და იცის, რომ ერთადერთი მოწმეა, მაშინ სხვანაირად იქცევა".რა თქმა უნდა იყვნენ გაბედული ადამიანებიც, განსაკუთრებით ქალები, ერთ-ერთი გოგონამ "მკვლელს" მთელი ძალით ჩანთა ურტყა, სხვები "მსხვერპლის" გარეთ გამოყვანას ცდილობდნენ, იყო მამაკაციც, რომელმაც ცეცხლჩამქრობი გამოიყენა დანაშაულის აღკვეთისთვის, მაგრამ ყველაზე ამაზრზენი იყო ერთ-ერთი მამაკაცი, რომელმაც ამოიღო მობილური და "მკვლელობის ფაქტის" ვიდეოზე გადაღება დაიწყო."თქვენ ყველაზე საშინელი ადამიანი ხართ, სერ!!"-ეს არის DeeFeats-ის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარი, რომელიც ყველა სხვა მომხმარებლის აზრს იზიარებს.

2
55
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
55
  
2013, 14 მარტი, 17:50
ჰო რა დონის არაადამიანი უნდა იყო რომ ეგ გააკეთო...
2013, 14 მარტი, 17:48
დავინტერესდი,ნეტა მე რა რეაქცია მექნებოდა?
ერთი რამ ვიცი მობილურს ვიდეოს გადასაღებად არ ამოვიGებდი:)))))
0 1 2