x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
13 წლის გოგონას ურჩევენ მკერდი დაიპატარაოს.

imageამერიკის შტატ მისურიში, სენტ- ლუისის ერთ-ერთი სკოლის 13 წლის მოწაფეს გაბრიელა ჯექსონს ურჩიეს მკერდის ზომა დაიპატარაოს, ასეთი რეკომენდაცია მისცეს მას სკოლის პედაგოგებმა მე-6 კლასის მოწაფეს.იგი მუდმივად დაცინვის საგანი ხდება თანაკლასელების და სკოლელების მხრიდან უზომოდ დიდი მკერდის გამო."თუ გსურთ, რომ თქვენ გოგონას აღარ დასცინოდნენ თანაკლასელები, ჩემი რჩევაა გაიკეთოს ქირურგიული ოპერაცია"-ასე ურჩიეს დედას განათლების სფეროს ჩინოვნიკებმა.გაბრიელას დედამ ტამი ჯექსონმა, თავიდან ყურებს არ დაუჯერა, რაც მოისმინა, შემდეგ კი წავიდა საჩივლელად უფრო მაღალ ინსტანციებში, რომ დაიცვას შვილის ინტერესები."განათლების ხელმძღვანელობამ ტელეფონზე ასე მიპასუხეს:თქვენ გოგოს იმხელა მკერდი აქვს, რომ მას მუდმივად დასცინებენ, ერთადერთი გამოსავალი ქირურგის დანაა, თან ისეთი ტონით მელაპარაკებოდნენ თითქოს ჩემი ბრალი იყოს, მე რაში ვარ დამნაშავე?ღმერთმა შექმნა ასეთი ჩემი გოგონა."განათლების სამმართველოს წარმომადგენელი კლეივ კოლემანი შეპირდა დედას, რომ ამ ინციდენტს გამოიკვლევს და ადგილობრივ ტელევიზიას უცხადებს, რომ "რაღაც ურთიერთგაუგებრობას აქვს ადგილი."

0
51
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0