x
მეტი
  • 04.03.2024
  • სტატია:133636
  • ვიდეო:354892
  • სურათი:507995
სულგუნის მომზადება სახლის პირობებში

image

ნასვრეტებიანი, უმარილო ყველი დაჭერით თხელ ნაჭრებად, ჩაყარეთ ანადუღარ რძეში, დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ კოვზით. როცა ყველი დაიწყებს წელვას, გადმოიღეთ ჯამში და ზილეთ 10-15 წუთს. გაათხელეთ, დაამრგვალეთ, მიეცით სულუგუნის ფორმა, მოაყარეთ მარილი ორივე მხარეს და ჩაალაგეთ სულუგუნის დიამეტრზე უფრო დიდ მაღალ თიხის ან მინის ქილაში.
გამხმარი სულუგუნი ასე მხადდება : ქილაში ჩაწყობიდან 30-40 დღის შემდეგ გასინჯეთ და თუ საკმაოდ მკვრივი აღმოჩნდება, ამოიღეთ, გახვრიტეთ შუაში, გაუყარეთ თოკი და გაკიდეთ მზეზე. როცა გარეთა ფენა გაუმაგრდება და მკრთალ ყვითელ ფერს მიიღებს. ჩამოხსენით და შეინახეთ მშრალად.
თუ გახვრეტა და თოკის გაყრა დაგეზარათ, დააწყვეთ ფიცარზე, გადგით მზეზე და ყოველდღე აბრუნეთ.


6
2217
5-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
2217
  
2013, 11 მარტი, 18:47
მადლობაინგა
2013, 11 მარტი, 18:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 11 მარტი, 15:22
დიდი დრო არ უნდა ამის გაკეთებას, უფრო შრომატევადია ჭყინტი ყველის მომზადება :)
2013, 11 მარტი, 15:09
გამხმარის რა გითხრა და შებოლოლი სულუგუნი კი ვიცი:) მზეზე კი არ ვაშრობთ, ცეცხლს დავანთებთ და ესე შრება, ამით სპეციფიურ გემოს იძენს :)
2013, 11 მარტი, 14:59
სანამ ამას გააკეთებ ჯობია 15 ლარი გაიმეტო საკუთარი თავისათვის :D
0 1 6