გვანცა ბაგრატიონის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელებში ალაპარაკდნენ - მის პერსონალურ იუთუბის ჩენელზე ატვირთულმა ჰოუმ მეიდ ვიდეოებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მას მერე ბევრი
ერთმა კითხვამ შეაწუხა - მაინც ვინ არის ეს გვანცა? გოგონა
საკმაოდ ხშირად თინეიჯერების საყავრელი ქართველი რეპერის, ბერას სახელს ახსენებს და იმ ისტორასაც თამამად ყვება, თუ როგორ გაიცნო სუპერსტარი. რეპერი ბერა ივანიშვილი რომ მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრშია, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. 20 წლის გვანცა ბაგრატიონი ერთ-ერთ მიტინგზე სახალხოდ გამოთქვამდა ბერასთან შეხვედრის სურვილს, მაგრამ თურმე ადრეც იცნობდა და უფრო მეტიც, წყვილს ერთად რომანტიკულ გარემოში სანთლების შუქზეც უვახშმია. გვანცა ამტკიცებს, რომ სანთლების შუქთან ნამდვილად ჰქონდა ბერასთან რომანტიკული ვახშამი, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი აფსურდათ მიიჩნევს ამ ყველაფერს. განა რატომ არ შეიძლება ბერამ გვანცა ბაგრატიონთან ერთად ივახშმოს? გვანცამ ინტერნეტში ფოტოშოპით გაკეთებული სურათები "ატვირთა", სადაც ის და ბერა ჩახუტებული არიან. სურათის გამო ბევრი ლანძღვა და კრიტიკა მიიღო. არ მალავს, რომ ბერაზე შეყვარებულია. ბერა არასდროს საუბრობს გვანცაზე და ზუსტად ამის გამო არის ხალხი დაბნეული, არადა გვანცა აცხადებს რომ ბერასთან ბევრი ღამე აქვს გატარებული სანთლის შუქთან ერთად.