Geminoid F-ს მეორენაირად "ცოცხალ თოჯინასაც" ეძახიან. აქამდე შექმნილი რობოტებიდან ის ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს. შეუძლია 65 სხვადასხვა გამომეტყველების მიღება, ლაპარაკობს და მღერის.
21-ე საუკუნის ქმნილებას შეუძლია გაღიმება, ასევე უცნაური და დამცინავი მიმიკების გამოხატვაც.
მისი შემქმნელის ჰიროში იშიგუროს მიზანი ისეთი რობოტის შექმნაა, რომელიც ადამიანის მაქსიმალურად ზუსტი ასლი იქნება.
ჰიროში რობოტების ცნობილი დიზაინერია და დასავლეთ იაპონიაში, ოსაკას უნივერსიტეტში მოღვაწეობს. მისი ანდროიდები ხშირად 1 მილიონ დოლარზე ძვირად ფასობენ.
ქალის ფორმის "ცოცხალ თოჯინას" შეუძლია გაიღიმოს, წარბები აწიოს, პირი ამოძრავოს. იმეორებს სხვა ადამიანთა ხმებს.
რობოტის მექანიზმი აღჭურვილია 12 მოტორიზებული სტიმულატორით, რომლებიც ენერგიას ჰაერის წნევით იღებენ. ამის მეშვეობით Geminoid F ადამიანთა სახის გამომეტყველებებს "აკოპირებს"