რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია რამდენიმე კვირის წინ გათხოვდა. ქეთა ებრაელ მილიონერ, 37 წლის ლევ გეიხმანს გაჰყვა ცოლად. საქორწინო ცერემონია საიდუმლოდ გაიმართა. მას მხოლოდ წყვილის ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. თოფურიას თქმით, საყვარელ მამაკაცს სამი წლის განმავლობაში
ხვდებოდა. ახლა კი ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს. ქეთა რამდენიმე დღის წინ ეწვია თბილისს და გადაცემა "პროფილს" 7 მარტს სტუმრობდა. იყო დრო როდესაც “ქუჩის ბიჭებს" ჰქონდათ თავბრუდამხვევი წარმატებაც, ფანების სიმრავლე, ბევრი კონცერტებიც და აპლოდისმენტებიც. სწორედ ამ პერიოდში, მაშინ როცა ქეთა თოფურია 15 წლის იყო, ზურა ხაჩიძე თავდავიწყებით შეყვარებია, ეს ქეთასთვის პირველი სიყვარული იყო. როგორც ზურა ამბობს მასაც ჰქონდა გრძნობები ქეთას მიმართ. ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ერთ დღეს ყველასთვის მოულოდნელად ზურამ ცოლად შეირთო ხათუნა ჟორდანია. ამას რათქმაუნდა დიდი ამბავი მოჰყვა, ბევრი ამბობდა რომ ზურამ ეს ნაბიჯი ფულის გამო გადადგაო. ზურამ ჟურნალისტების კითხვას, სიყვარულის გარდა თუ
რა ურთიერთობა ჰქონდა კიდევ ქეთასთან, ასე უპასუხა: გარდა სიყვარულისა, ძალიან მჭიდრო და ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. არავის საქმე არ არის, საწოლამდე მივიდა თუ არა, საწოლშიც ბევრჯერ დამიძინია და გამიღვიძია ქეთასთან და მილიონ ადამიანთან ერთად კონცერტებზე, ეს ბუნებრივია. მე და ქეთას შორის სექსუალური ურთიერთობა არ ყოფილა, თუმცაღა ძალიან ბევრი ღამე
გაგვიტარებია ერთად, იგივე რომანტიკულად და იგივე სხვა ფორმით.