საზოგადოება ფლორიდაში სახლს მიწა გამოეცალა და 15 მეტრი დიამეტრის ორმო გაჩნდა 2013, 9 მარტი, 13:18 ფლორიდაში ქალაქ ტამპაში გასაოცარი და ამავდროს საშინელი ფაქტი დაფიქსირდა. ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიწა ჩაინგრა და სახლი ჩაიტანა. უბედურ შემთხვევას 36წლის მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა, რომელსაც ინციდენტის დროს თავის ოთახში ეძინა. გრუნტის ჩანგრევისას დაახლოებით 19 მეტრის სიღრმის და 15 მეტრის დიამეტრის ორმო გაჩნდა. ამ ეტაპზე სამაშველო ოპერაციები დროებით შეჩერებულია, რადგან ექსპერტების აზრით მოცემულ მონაკვეთზე მიწა შეიძლება კიდევ ჩაინგრეს. სიფრთხილის ზომების მისაღებად მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაციაც კი გამოცხადდა. 87 4-ს მოსწონს
|