საქართველო ეგრეთ წოდებული ნაციონალების "აგენტი" თბილავიამშენის ხელმძღვანელად დაინიშნა 2013, 8 მარტი, 22:32 - ყოფილი ხელისუფლების აგენტის სტატუსით, ქართუ ჯგუფიდან გათავისუფლებული პრეზიდენტი ახალ თანამდებობაზე ინიშნება. გიორგი ჩრდილელი ეკონომიკის სამინისტრომ თბილავიამშენის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად ჩრდილელი კომპანიაში 25 თებერვლიდან მუშაობს. ასევე ოფიციალური დოკუმენტით ჩრდილელი მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, 25 თებერვალს დაინიშნა თანამდებობაზე. ეკონომიკის სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ჯერ-ჯერობით უცნობია იყო თუ არა ინფორმირებული პრემიერ-მინისტრი თბილავიამშენში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა ჩრდილელი პოლიტიკაში მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, წელიწად ნახევრის წინ, გაათავისუფლა და იგი მას, გავრცელებულ წერილში, ნაციონალური მოძრაობის აგენტად იხსენიებდა. ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართუ ჯგუფის ხელმძღვანელობიდან ჩრდილელის გათავისუფლების შესახებ, უმრავლესობაში არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და მხოლოდ ჩრდილელის პროფესიონალიზმზე და მის კარგ მენეჯერულ უნარ-ჩვევებზე საუბრობენ. თავად ჩრდილელი ამ საკითხზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს მისი პირადულია და არ სურს ამ თემაზე საუბარი. ნაციონალურ მოძრაობაშ კი ამბობენ, რომ ისინი გაკვირვებულები არიან თუ რატომ დანიშნეს თანამდებობაზე ის ადამიანი, რომელსაც მათ აგენტად მოიხსენიებდა პრემიერი. 145 7-ს მოსწონს 1-ს არა
|