საზოგადოება ოდესელმა ბარბიმ თავისი ოჯახის სურათები გამოაქვეყნა 2013, 8 მარტი, 20:11
ბოლოს და ბოლოს ვალერიამ თავის სოციალურ ქსელზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებშიც იგი დედასთან და ბებიასთან ერთად არის გადაღებული. აღმოჩნდა, რომ მისი ახლობლებიც ძალიან გვანან თოჯინებს. სახის ასეთი, ბარბის ფორმის მოყვანილობა, მათ ბუნებისგან ერგოთ. ვალერიამ აღნიშნა, რომ მას თავის ოჯახის წევრებთან ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა აქვს და ისინი მას ყველაფერში მხარს უჭერენ. მართლაც თუ დააკვირდებით მის ოჯახის წევრებს, ადვილი შესამჩნევია რომ ისინიც რაღაცით თოჯინებს გვანან. გთავაზობთ მათ ფოტოებს და თქვენ განსაჯეთ, აქვს თუ არა პლასტიკური ოპერაციები გაკეთებული ცოცხალ ბარბის. 1287 15-ს მოსწონს 2-ს არა
|