x
image
K.P.
4 ქართველი მინისტრი სხდომაზე დამტვრეული და დალურჯებული მივიდა (+ვიდეო)
imageსულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ვიდეომასალა გავრცელდა, რომელზეც რამდენიმე ქართველი მინისტრია ასახული. ამაში საოცარი არაფერი იქნებოდა, რომ არა მათი ფიზიკური დაზიანებები. მართლაც საოცარია, რა უნდა დამართნოდა 4 მინისტრს ერთდროულად. ბიძინა

ივანიშვილის მარჯვენა ხელი, ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე კოჭლობდა. მისი კოჭლობა რამდენიმე წლის წინ არავის გაუკვირდებოდა, ყველა ჩათვლიდა,

image

რომ ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, მაგრამ ეს უკანასკნელი დიდი ფეხბურთიდანაც წამოვდა და ახლა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა. სამწუხაროდ მან ამ ფაქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ვიდეოზე ნათლადაა ასახული ყავარჯნით ხელში დავით კირვალიძე. ალბათ ყველამ იცის, რომ ბატონი დავითი სოფლის მეურნეობის მინისტრი გახლავთ. მან კოჭლობის მიზეზად კუნთის დაჭიმვა დაასახელა. არასახარბიელო მდგომარეობაში იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, კოტე სურგულაძე. სავარაუდოდ მას ხელი აქვს მოტეხილი და სხდომათა დარბაზში თაბაშირით აღჭურვილი შებრძანდა. imageსხვა მინისტრებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, დავით დარახველიძეც არ ჩამორჩა. მან თვალზე ხელი აიფარა, მაგრამ ჟურნალისტებს მისი ჩალურჯებული თვალიც არ გამორჩენიათ. მინისტრი ირწმუნება, რომ თვალი ალერგიამ ჩაულურჯა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება. მართლაც საინტერესოა, რატომ "დაზიანდა" ოთხი მინისტრი ერთ დღეს? image













ახლა კი გთავაზობთ დაპირებულ ვიდეოს.

3
1219
11-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1219
  
2013, 12 მარტი, 19:15
მივხვდი ვინც გიყვართ.მაგ კაცი ცოლშვილიანია.მაგის ცოლმა რომ გაგიგოთ პრობლემებს შეგიქმნით.რა გინდათ ცოლშვილიანი კაცი.შეეშვი დაანებე თავი.სხვა მოძებნე.არა მგონია მაგ კაცმა საპასუხო გრძნობით გიპასუხოთ.
2013, 9 მარტი, 23:03
http://marketingi.net/?fun=2&ref=68868
2013, 8 მარტი, 20:48
ეჰ,ყველანი მაგრა შემეცოდნენ მაგრამ ნეტავ ჩემს სიყვარულს ფეხი არ სტკენოდა და ყავარჯნით არ დამენახა.კინაღამ თვალთ დამიბნელდა ყავარჯნით რომ დავინახე.ნეტავ მალე მორჩეს.ყველას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას.
0 1 3