შოუბიზნესი "პროფილი" და ჯემალ ჭკუასელის ტყუილი. 2013, 8 მარტი, 11:43 7 მარტის"პროფილის"ტელე-შოუში მაია ასათიანთან ხალხური ცეკვის ანსამბლი "ერისიონი" იყო მიწვეული. მისმა მხატრულმა ხელმძღვანელმა, ბატონმა ჯემალ ჭკუასელმა წარადგინა "ერისიონის" ოქროს სერთიფიცირებული დისკი, რომელიც ანსამბლს პარიზში გადაეცა და სიამაყით დასძინა: "ეს არის დისკი, რომელიც მილიონი ცალი გაიყიდა.....ასეთი რამ არა მარტო საქართველოში, საერთოდ ფოლკლორში მე ასეთი რამ არ ვიცი....."მართლაც, ძალიან საამაყოა ქართველებისთვის, რომ პირველად ისტორიაში, ქართულ ჩანაწერს უცხოეთში ოქროს სერთიფიკატი მიენიჭა.მაგრამ სამწუხაროდ, ნებით თუ უნებლიედ არ ვიცი, ბატონ ჭკუასელს დიდი, მსხვილი ტყუილი გამოუვიდა, საქმე იმაშია, რომ ოქროს სერთიფიკატი საფრანგეთში 50 000 გაყიდულ ეგზემპლიარს ენიჭება, პლატინა-100 000-ს ხოლო ბრილიანტი-500 000-ს(.France National Syndicate of Phonographic Publishing (SNEP)[17] Note: Only as of 1 July 2009 — 50, 000(GOLD) 100, 000 (PLATINA)500, 000 (DIAMOND)Sales) 140 4-ს მოსწონს
|