XXI საუკუნის 5 ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი.
1981 წელს პრინც ჩარლზისა და დაიანა სპენსერის ქორწილი 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა, ოცდამეერთე საუკუნეში ფსონებმა საგრძნობლად აიწია, გთავაზობთ 5 ყველაზე ძვირადღირებულ ქორწილს Forbes-ის რეიტინგის მიხედვით.
1-ვანიშა მიტალი და ამიდ ბხატია-2005წელი, დაჯდა 60 მილიონი$-მეტალურგიის მაგნატის ქალიშვილის და ბანკირის ქორწილი პარიზში გაიმართა, ქორწილში 1000 სტუმარი იყო მიწვეული, მოსაწვევები ვერცხლის ფურცლებისგან ჩამოასხეს, სტუმრებს კაელი მინოუგი ართობდა, დაილია 5000 ბოთლი Château Mouton-Rothschild, შეჭმული იყო რამდენიმე კილოგრამი ხიზილალა, ფინალი გრანდიოზული ფეირვერკი იყო. 2-პრინცი უილიამსი და კეით მილდტონი-2011 წელი, დაჯდა 34 მილიონი$.მიწვეული იყო 2000 ათასი სტუმარი, თანხის დიდი რაოდენობა უსაფრთხოებას მოხმარდა, მარტო ყვავილებზე რამდენიმე ათასი ფუნტი დაიხარჯა. 3-ანდრეი მალჩინენკო და ალექსანდრა ნიკოლიჩი-2005 წელი, დაჯდა 30 მილიონი$-რუსი მეწარმე-ოლიგარქის და "მის იუგოსლავიის" ქორწილი მოსკოვის მახლობლად ქალაქ ანტიბში გაიმართა, ეკლესია სპეციალურად დაშლილი სახით გადაიტანეს და იქ ააწყვეს ცერემონიალისთვის, ქორწილში კერძო რეისებით ჩაფრინდნენ ქრისტინა აგილერა და უიტნი ჰიუსტონი, მათ შეუერთდნენ მამა-შვილი იგლესიასებიც.მზარეულად მოწვეული იყო სახელგანთქმული ალენ დიუკასი საფრანგეთიდან.
.4-კიმ კარდაშიანი და კრის ჰამფრისი-2011 წელი, დაჯდა 10 მილიონი$-მსახიობის და კალათბურთელის საქორწილო ცერემონია მორთული იყო ათასობით აფრიკული ვარდით, 20.5 კარატიანი ბეჭედი სიძეს 2 მილიონი$ დაუჯდა, სუფრა ბროლის ჭურჭელით იყო გაწყობილი, რომელიც კომპანია Baccarat-მა წარმოადგინა. 5-უეინ რუნი და კოლინ მაკლაფინი-2008 წელი, დაჯდა 8 მილიონი$-"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის და მოდელის ქორწილი, ისინი ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს, თვითონ ცერემონია მოკრძალებული იყო და სულ რაღაც 20 წუთი გაგრძელდა, სამაგიეროდ სტუმრებმა სამ იახტაზე მოილხინეს იტალიის სანაპიროზე.
არც ფულიანი ვარ და არც ძუნწი მე ქართულ რეალობაზე ვთქვი და არა ამათზე