x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბაჩო ახალაიას საჩუქრად გაცემული იარაღები.

imageროგორც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იუწყება, 2009-2012 წლებში თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯილდოების სახით გაცემულია 756.307 ლარის ღირებულების, 161 ცალი იარაღი, აქედან პირადად თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრძანებით ფიზიკურ პირებზე გაცემულია 31ერთეული იარაღი, მათი ფასი 132.182 ლარს შედგენს.იარაღით დაჯილდოებულები არიან ძირითადად პოლიტიკოსები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის არიან ნუგზარ წიკლაური, ხათუნა კალმახელიძე, აკაკი მინაშვილი, ზაზა გოროზია, მერაბ სეფაშვილი, ვახტანგ ბიჭიკაშვილი, ნიკა არაბიძე და სხვები.ირაკლი სესიაშვილი აგრეთვე აქვეყნებს 2008-2012 წლებში შესყიდული 10 ძვირადღირებული ავტომობილის ფასს-1 537 313 ლარი.სესიაშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ თავდაცვის უწყებაში 2009 წლის სექტემბრიდან და 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 41 მილიონი ლარის პრემია იქნა დარიგებული, რომლის დიდი ნაწილი მაღალჩინოსნებმა მიიღეს.მაგალითად, ამ პერიოდში გენერალური შტაბის უფროსმა დევი ჭანკოტაძემ პრემიის სახით მიიღო 267, 130 ლარი, ხოლო მისმა მოადგილემ გიორგი კალანდაძემ - 203, 664 ლარი.გადაბარების შემდეგ, დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში, ოქტომბრის თვეში გრიფით "საიდუმლო" ბრძანებებით, პრემიები ძირითადად დაერიცხათ სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც შაშკინის მინისტრობის შემდგომ დაინიშნენ, მაგალითად: მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ მიიღო 12, 500 ლარის ოდენობის პრემია, ასევე მინისტრის მოადგილემ მაია სიფრაშვილმა 7, 344 ლარის პრემია, გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა - 15 000 ლარი, სვიმონ მასხარაშვილმა კი 2011-2012 წლებში პრემიის სახით მიიღო-40 100 ლარი.image











0
87
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0