საზოგადოება ქეთა თოფურია ორსულობის გამო გათხოვდა ? 2013, 6 მარტი, 1:56 რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, "ა-სტუდიოს" სოლისტი ქეთა თოფურია გათხოვების შემდეგ ქართველების განხილვის საგანია. როგორც ამბობენ, ის ორსულადაა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გათხოვება. ქეთა კი ამ ფაქტს უარყოფს და მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი სასაცილოა. მსგავსი ჭორები დაახლოებით ერთი წლის წინაც გავცელდა. მაშინ ქეთა დისკოთეკებსა და კონცერტებზე მაკიაჟის გარეშე ცხადდებოდა და გადაწყვიტეს, რომ მისი ფორმაში არყოფნის მიზეზი ორსულობაა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორები იყო, ისევე როგორც ახლა. ვინც არ იცით შეგახსენებთ, რომ ქეთას რჩეული ებრაელი ბიზნესმენია. სამწლიანი ურთიერთობა წყვილისთვის ქორწილით დაგვირგვინდა. მეუღლე ქეთაზე 12 წლით დიდია.მომღერალი კი ამაში პრობლემას სულაც არ ხედავს, უფროს მამაკაცებთან ურთიერთობა უფრო მიადვილდებაო. "ლევი ისევე ზრუნავს ჩემზე, როგორც ურთიერთობის დასაწყისში-ყვავილები, საჩუქრები და ბევრი ყურადღება! ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მას იუმორის გრძნობა გააჩნია"-გვიამბობს ქეთა. წყვილს ჯერ ქორწილი არ გადაუხდია და არც ხელი მოუწერია. ჩაიცვამს თუ არა ქეთა თოფურია თეთრ საქორწინო კაბას ჯერ კიდევ საკითხავია. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები... 1277 8-ს მოსწონს 2-ს არა
|