x
image
აკაკი79
ჩვეულებრივი შუა-დღე.

ერთი ჩვეულებრივი დილა, ხალხით და მომაბეზრებელი ყვირილებით სავსე ქუჩა, ის გოგონაც კი ადგილზეა "ბანის" უფასო ნომრებს რომ არიგებს, თან ჭყვიტინებს გამუდმებით “უფასო ნომრები, უფასო ნომრები”.

ცაც ნათელია, მაგრამ არა ისეთი გამჭირვალე მე რომ მიყვარს, ხრუსტალის შუშასავით გაწკრიალებული და მოლურჯო. ყველაფერი ისეთი ჭუჭყიანია, ცუდ ნახატს გავს რომლებშიც ქაოსურად მოძრაობენ რაღაც არსებები, უდაბნოსავით უნაპირო მეჩვენება ყველაფერი და გამოსავალი ვერ მინახია, აღარც ეს ძუძუ გადმოყრილი და ბარკალ მოშიშვლებული უთავო გომბიოები მიტაცებს, ადრე ხომ მიყვარდა მათი სხეულის შედარება დღევანდელ დემოკრატიულ ღირებულებებთან, ახლა კი რეაგირება არ მაქვს არაფერზე.რა ვქნა, საით წავიდე რა გზას დავადგე??? ამას ბაზარში რომ ჩადის, თუ მარცხნივ პოლიტიკური ოფისებისკენ, თუ წინ მშენებლობა რომ დაუწყიათ ვიღაც ღიპიან ბიძებს, თუ მარჯვნივ სასაფლაოსაკენ, იქ ისეთი სიმშვიდეა ისეთი რომ ხშირად მიმიწევს გული.image

0
14
4-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0