სხვა ცოცხალი ახალშობილი მორგში 12 საათი იმყოფებოდა...... 2012, 20 აპრილი, 8:14 არგენტინის პროვინცია ჩაკოში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმებმა დანაშაულებრივი შეცდომა დაუშვეს. მათ ახალშობილი მკვდრად ჩათვალეს, რის შემდეგაც ბავშვის სხეული გადააგზავნეს მორგში. და როდესაც ამ უბედურებისგან გამწარებული მშობლები მივიდნენ მორგში ბავშვთან გამოსამშვიდობებლად, აღმოაჩინეს, რომ ბავშვი ცოცხალი იყო. გოგონა, რომელიც 3 თვით ადრე მოევლინა ქვეყანას, მშობლებმა ნახეს მორგში ცოცხალი და ჯანმრთელი. გოგონას დედის, ალან ბუტერის, თქმით მას არ უნახავს თავისი გოგონა დაბადებისას, ვინაიდან იგი იმყოფებოდა ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ. დედას ისიც კი არ ახსოვს ანახეს თუ არა ახალშობილი დაბადების შემდეგ. ხოლო როდესაც ქალბატონი ალანა გონს მოვიდა, ექიმებმა მას ბავშვის გარდაცვალება აცნობეს. დამერწმუნებით რა რიგ ძნელი იყო მშობლებისთვის, მორგში მისვლა და ბავშვის სხეულის ნახვა, მაგრამ მშობლებმა ძალა მოიკრიბეს და მივიდნენ. მორგის თანამშრომლებმა პატარა თავდახურული კუბო გამოიტანეს. როდესაც სახურავი ახადეს, დედამ ემოციებისგან იკივლა და ამ დროს ბავშვის სუსტი ხმაც გაიგონეს. ქალი შეშინებული გაეცალა კუბოს, რადგან ეგონა რომ მას ეს ხმა მოეჩვენა. მამა როდესაც მიუახლოვდა კუბოს, დაინახა რომ ბავშვმა ნელ-ნელა გაახილა თვალები. გაირკვა რომ ამ12 საათის განმავლობაში ბავშვს უბრალოდ ეძინა. ახლა პატარა ლუზ მილაგროსი(მას მშობლებმა ეს სახელი დაარქვეს გოგონას, რაც ეპანურად ნიშნავს ჯაოსნურ სამყაროს), სახლში იმყოფება და ჯამრთელად გრძნობს თავს. ხოლო რა ელით ექიმებს ჯერ არ არის ცნობილი. 3067 10-ს მოსწონს
|