მუსიკა "ბილბოდრი":2012წლის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკოსები. 2013, 1 მარტი, 10:57 მუსიკალურმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა "Billboard"-მა გამოაქვეყნა 2012 წლის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკოსების სია. სიას სათავეში ჩაუდგა 54 წლის მადონა, 2012 წლის მსოფლიო ტურნეს დროს მან 88 კონცერტი გამართა, საერთო შემოსავალმა 34, 6 მილიონი $ შეადგინა.მეორე ადგილი დაიკავა ამერიკელთა კუმირმა ბრიუს სპრინგსტინმა, 2012 წლის ტურნემ, რომელიც მის ბოლო ალბომის "Wrecking Ball"-ის მხარდასაჭერად გაიმართა, მუსიკოსს 33, 4 მილიონი $ მოუტანა, ექს-pink-floyd-ის ლიდერი, როჯერ უოტერსი სიაში მესამეა, მისმა მსოფლიო ტურნემ The Wall Live-მ 21 მილიონი $ გამოიმუშავა."ბილბორდის" რედაქციის ანალიტიკოსმა გლენ პიპსმა აღნიშნა, რომ მუსიკოსების შემოსავლის ძირითადი წყარო "მაღალ ანაზღაურებადი ცოცხალი კონცერტებია." შარშანდელი გამარჯვებული ტეილორ სვიფტი წელს მე-15 ადგილს დასჯერდა, თუმცა მისი საქმე ჩანაწერების გაყიდვის მხრივ ძალიან კარგი იყო.3 მილიონმა გაყიდულმა ალბომმა და 15 მილიონმა გაყიდულმა სიმღერამ მას 12, 7 მილიონი$ მოუტანა.შემდეგი ადგილები:4)ვან ჰალენი-$20მილიონი;5)კენი ჩესნი-$19.1მილიონი;6)დეივ მათეუს ბენდი-$18, 9 მილიონი;7)ტიმ მაკგროუ-$18, მილიონი;8)ჯეისონ ოლდინი-$17, 6მილიონი;9)-ქოლდპლეი-$17, 3მილიონი;10)-ჯასტინ ბიბერი-15, 9 მილიონი 17 2-ს მოსწონს
|