x
image
K.P.
სკანდალი: როსტომ ირაკლი კოდუას ფული მოპარა (+როგორ იხსნა დანგრევისგან როსტომ ნანუკას ოჯახი)

image"ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" როსტო რამდენიმე კვირაა აღარ ჩანს. ჟურნალმა "რეიტინგმა" კი მორიგ ჭორზე აგებული სტატია გამოაქვეყნა. გავრცელებული ხმების თანახმად ირაკლი კოდუამ არჩევნების შემდეგ საქართველო დატოვა და ახლა ჩეხეთში იმყოფება. მას ხშირად სტუმრობენ ნანუკაც და როსტოც. ერთი ასეთი ვიზიტის დროს ირაკლის ბინიდან როსტოს 2 ათასი ევრო უნებართვოდ აუღია და კაზინოში წაუგია, ირაკლის არაფერი შეუმჩნევია. აზარტში შესულ წყალბურთელს ეს ყველაფერი არ უკმარებია და კიდევ, ისევ უნებართვოდ, ამჟამად 20 ათასი ევრო აუღია. ოჯახთან დაახლოებული პირი ირწმუნება, რომ ირაკლი ძალიან გაბრაზებულა და როსტო მაგრად უცემია. image
ამ ყველაფერს ნანუკა ჟორჟოლიანი უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ჭორებია, რომლებიც ვიღაც ბოროტმა ადამიანმა მოიგონა. მისივე მტკიცებით, როსტო შესაძლოა რუსეთში წავიდეს და თუ გადაიფიქრა შოუშიც აუცილებლად ვიხილავთ. როსტო, რომ ნანუკასა და ირაკლისთან დაახლოებული პირი გახლავთ ეს ფაქტია. ერთხელ მან ოჯახი დიდი სკანდალისგან იხსნა. დილით, ნანუკას კარებთან ულამაზესი თაიგული დახვდა, სასიყვარულო წერილით, რომელიც ირაკლიმ იპოვა. ცხადია ის ძალიან გაბრაზდა, აინტერესებდა ვინ უტოვებდა მიც ცოლს თაიგულს წერილით და თან ასე მოურიდებლად სახლის წინ. ნანუკა ამბობს, მაშინ ვიფიქრე, რომ ოჯახი მენგრეოდაო. ქალბატონს როსტოსთან დაურეკავს, რომელსაც უთქვამს ყვავილებს მარიამს მიუტანდნენო... ასეც აღმოჩნდა, მალე გაირკვა, რომ ეს თაიგული ნანუკას ქალიშვილის თაყვანისმცემლის ნახელავი გახლდათ. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები.image

image

5
5624
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
5624
  
2013, 1 მარტი, 9:40
რა ბოდიალობაა...აგარ იციან რა სისულელეები მოიგონონ..
2013, 28 თებერვალი, 7:28
როსტო უფრო სწორედ
2013, 28 თებერვალი, 7:27
შანსი არ არის კოდუას როატო ეცემა
2013, 27 თებერვალი, 22:51
ვუჩივლებდი მაინც გეთქვა რაღაც ჭორზე შენ თუ ასე ხოცე ხალხი კარგად ყოფილა დედამიწის საქმე,როგორც იქნა ამოისუნთქავს :D:D:D
2013, 27 თებერვალი, 20:43
ნანუკას ადგილას ამ ჭორიკანა ჟურნალისტებს დავხოცავდი...ასეთი რამის მოგონება სირცხვილია მეტი არაფერი რა......
0 1 5