სხვა ეგვიპტეში მომხდარი ტრაგედიის გამო საჰაერო ბურთები აკრძალეს 2013, 26 თებერვალი, 22:46 ეგვიპტეში, ლუქსორის პროვინციაში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნიშ შედეგად დარუპული ტურისტების რაოდენობა კიდევ გაიზარდა. ამჟამად დაღუპულია 18 ადამიანი. "ეგვიპტის მთავრობის გადაწყვეტილებით საჰაერო ბურთით ფრენა აიკრძალა" - განაცხადა Times of India-მ AFP-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს აკრძალვა, არ არის ცნობილი.
ტრაგედიის შემდეგ გადარჩა 2 ტურისტი და საჰაერო ბურთის პილოტი, რომელსაც სხეულის 70%-ის დამწვრობა აქვს მიღებული. ექიმები ვერ იმედოვნებენ მის გადარჩენას.
დაღუპულთა შორის არის ცხრა ჩინეთის, ოთხი იაპონიის, ორი საფრანგეთის და ორიც ბრიტანეთის მოქალაქე. 4 ადამიანის დანაწევრებული სხეული ნაწილები სრულად ჯერ არაა ნაპოვნი.
ინციდენტი მოხდა 2013 წლის 26 თებერვალს. თვითმხილველთა განცხადებით საჰაერო ბურთმა ვარდნა 300მეტრის მანძილიდან დაიწყო.
წინასწარი ინფორმაციით ტრაგედიის მიზეზი საწვავის მილი გახდა, რომლითაც საწვავი (გაზი) მიეწოდებოდა "ღუმელს". ეს არ არის პირველი უბედური შემთხვევა ეგვიპტეში. 2008 წელს ანალოგიური ტრაგედია შეემთხვა 7 ტურისტს, ხოლო ერთი წლის შემდეგ 16 ტურისტს. მაშინ ტრაგედიის მიზეზი სატელეფონო ხაზებთან შეხება იყო. 47 16-ს მოსწონს
|