x
image
ტორნადო07
სინამდვილეში რა სურთ მამაკაცებს?
გავრცელებულია აზრი, რომ მამაკაცები მარსიდან არიან, ქალები კი ვენერადან, მიუხედავად ამისა მამაკაცებისათვის უცხო არაა საკმაოდ ქალური, უფრო სწორად საერთო ადამიანური ემოციები. ქალბატონებო მინდა დავწერო სინამდვილეში რა სურს ყველა მამაკაცს. image


1)სექსი: რა თქმა უნდა თქვენ ეს ისედაც კარგად იცით. დიახ მამაკაცებს სურთ სექსი, ხშირად, თითქმის ყოველთვის. მაგრამ არსებობს ბევრად მეტი ვიდრე უბრალდ სექსი. ეს ნამდვილი სიყვარულის გამოვლინებაა: ჩახუტება, კოცნა და სხვა.


2)ნამდვილი რეაქცია: განსაკუთრებით საწოლში. ნუ დაიწყებთ იმიტაციას, მამაკაცი ამას მაშინვე ხვდება. უბრალოდ სიამაყის გამო არ გეუბნებათ.


3)კომპლიმენტი: მამაკაცებს ის ისევე უყვართ, როგორც ქალებს. გაახარეთ თქვენი საყვარელი მამაკაცი დროდადრო მაინც.



4)სიცილი: გააცინეთ მამაკაცი. იუმორის გრძნობა ეს არის თვისება, რომელიც სხვა ქალებზე მაღლა დაგაყენებთ.


5)მიიღეთ ისეთი, როგორიც არის: ნუ იფიქრებთ იმაზე, როგორ და რა უნდა შეცვალოთ, ჯობია სცადოთ თქვენ შეიცვალოთ მის შესაბამისად. დიახ მამაკაცებს გვაქვს ნაკლები, მაგრამ ნამდვილი სიყვარული, ხომ საყვარელი ადამიანის ნაკლის შეყვარებასაც ნიშნავს.


6)გულწრფელობა: გულწრფელობა უნდა ჩაისახოს ურთიერთობის დასაწყისშივე. მის გარეშე ყველა ურთიერთობა განწირულია.


7)თავისუფალი სივრცე: მას ვინც ითხოვს, რომ საყვარელი მამაკაცი ყოველ წამს გვერდით უნდა ჰყავდეს სავარაუდოდ თვითშეფასების პრობლემა აქვს. მამაკაცს ესაჭიროება დროდადრო მეგობრებთან შეხვედრა, ან თუნდაც რამოდენიმე საათი განმარტოება.


8)კომუნიკაცია: თამამად გამოთქვით თქვენი აზრი. შეიძლება მამაკაცი ყოველთვის არ დაგეთანხმოთ, მაგრამ ის აუცილებლად იამაყებს თქვენი აქტიური ცხოვრებისეული პოზიციით.


9)რწმენა: თუ გიყვართ მამაკაცი თქვენ ისევე უნდა გჯეროდეთ მისი ოცნებების, როგორც მას სჯერა თქვენი ოცნებებისა.


10)ნდობა: თუ თქვენ არ ენდობით ერთმანეთს, ურთიერთობა განწირულია. ნდობა ეს პატივისცემაა. თქვენს ურთიერთობაში, ხომ ორივე იმსახურებთ პატივისცემას?

1
301
7-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
301
  
2013, 10 მარტი, 21:46
კარგი სტატიაა
0 1 1