ქალი და მამაკაცი 3 რჩევა წარმატებული პირველი პაემნისათვის 2013, 25 თებერვალი, 21:14 პირველი პაემანი შეიძლება ნერვიული ან საერთოდ გამანადგურებელი აღმოჩმდეს. მაგრამ არსებობს შემოწმებული რჩევები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ პირველი პაემანი დაუვიწყარ მოვლენად აქციოთ.
![]() უფრო ადვილი სათქმელია, ვიდრე შესასრულებელი... ვიცი. საიდუმლო იმაშია, რომ თუ თქვენ სიმშვიდეს პაემნამდე შეინარჩუნებთ, მაშინ მის დროს საერთოდ არ ინერვიულებთ. შეხვედრამდე აკეთეთ ის რაც გამშვიდებთ: წადი სპორტ დარბაზში, ან მეგობრებთან ერთად გაისეირნე, ან თუნდაც სადილად წადი საყვარელ რესტორანში. რაც უფრო ნაკლებს ფიქრობ პაემანზე, მით უფრო ადვილია ღელვის თავიდან აცილება. ![]() ჩასაცმელი წარმატებისათვის რაც უფრო უხერხულად გრძნობ თავს შენს ტანსაცმელში, მით უფრო სასაცილო შთაბეჭდილებას ტოვებ. რა თქმა უნდა გინდა, რომ გამოიპრანჭო და შთაბეჭდილება მოახდინო, მაგრამ სანამ ლაკის ფეხსაცმელებს და კოსტიუმს ჩაიცვამთ მამაკაცებო დაფიქრდით, იგივე ეხება ქალბატონებსაც, რომლებიც აპირებენ მოკლე კაბისა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმას. ![]() იმხიარულე თუ თქვენ მხოლოდ ეხლა მიხვედით რესტორანში და მიხვდით, რომ ეს გოგონა (ბიჭი) თქვენთვისაა, ყველაფერი გააკეთეთ, რომ მხიარულად გაატაროთ დრო. ტყუილად ხო არ ემზადებოდით ამ შეხვედრსათვის? თუკი ფიქრობთ "ის ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე მე მახსოვს", მაშინ მით უმეტეს უნდა იმხიარულოთ-ეს ხომ საუკეთესო ხერხია იმისათვის, რომ მოეწონოთ. 195 5-ს მოსწონს
|