საქართველო პროკურატურა უგულავასგან 1 მილიონ ლარს ითხოვს 2013, 24 თებერვალი, 21:01 - 1 მილიონი ლარი. პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და გიგი უგულავასგან მილიონ ლარს ითხოვს. ახლა კი რა წერია შუამდგომლობაში: თბილისის საქალაქო სასამართლოში შედის შუამდგომლობა გიგი უგულავასთვის გირაოს სახით 1 მილიონი ლარის შეფარდების თაობაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიის არ დატოვების და საგამოძიებო სამსახურში, კვირაში ერთხელ გამოცხადების შესახებ. ასევე შევიდა შუამდგომლობა დავით კეზერაშვილისათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე. აღნიშნულ შუამდგომლობებს, თბილისის საქალაქო სასამართლო, ხვალისთვის განიხილავს. დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა მიმართავდა სასამართლოს, გიგი უგულავასთვის, უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა გიგი უგულავას ადვოკატმა, გოგიტა გაბაიძემ, და განაცხადა, რომ გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერება ვერ მოხდება, რადგან უგულავა არის არჩეული და არა დანიშნული მერი. 46 11-ს მოსწონს
|