x
image
აკაკი79
სიგიჟე

სადღაც დაიქცა ღვინო და ჯამში ელავს წვეთები მარადისობის, გეძახდი გუშინ ღრუბლებით მთვრალი, სევდიანი და უსუსური, ახლა არ ვიცი სად დათრევდა ქარები ამ ხმას, ჯერ არ ამოსულს და უკვე გამხმარს, გაცრეცილს ზამთრის დღესავით. ნეტავ რომელი ქუჩა მიხმობდა ასე რომ ძგერდა გული საბრალო, ან რომელ ცაზე მიცურავდნენ ფანტაზიები, ხელში იებით და იმედებით.

მიყვარდიიიი ...

სიგიჟემდე, როგორ ფაქიზად და აღტაცებით, ვერავინ იგრძნობს ამ გრძნობას, ვერც ცა, ვერც მიწა დაიტევს და ვერც ვერავინ გადაიტანს ასეთ წამებას.ასეთ ტკივილს, შინაგან კვდომას და მაინც რატომ მეძახიან შენი ტუჩები, ან შენი ყელი თოვლივით თეთრი რად მიხმობს ისევ, ან მე რად დავრწი და რად დაგეძებ საღამოს ბინდში, ხომ ვიცი უნდა დავიმარხო ტრფობის ლოდინში.image






2
23
3-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
23
  
2013, 2 მარტი, 0:19
მადლობააა
2013, 24 თებერვალი, 20:04
ბრავო...
0 1 2