ქალი და მამაკაცი ტესტი ქალბატონებს! როგორი ტიპის მამაკაცი გჭირდებათ თქვენ 2013, 22 თებერვალი, 19:15 ყოველი ქალი ოცნებობს თავის პრინცზე, ბევრს გონებაში თავისი იდეალური მამაკაცის პორტრეტი აქვს შექმნილი. იმისათვის, რომ გაიგოთ როგორი ტიპის მამაკაცი გჭირდებათ პირადად თქვენ კიდევ ერთხელ უნდა გააანალიზოთ თქვენი მოლოდინები და სურვილები. ტესტის გავლის შემდეგ თქვენ თვითონ მიხვდებით როგორი მამაკაცი გჭირდებათ. შესაძლოა ის უკვე თქვენს გვერდითაა. მაშ ასე, დავიწყოთ.
1) ყურადღების როგორი ჟესტები უნდა გამოხატოს მამაკაცმა? ა) გაჩუქოს ყვავილები, წეროს საყვარელი სმს-ები, მუდამ გეუბნებოდეს, რომ უყვარხარ. ბ) შეხვედრისას და დამშვიდობებისას უნდა გკოცნიდეს. გ) ლამაზად უნდა გეარშიყებოდეს-ბრწყინვალე საჩუქრებს გჩუქნიდეს და სხვა. დ) პაემნებს უჩვეულო ადგილებში უნდა ნიშნავდეს. 2) თქვენი ახალი ბოიფრენდი თქვენი მეგობრების კომპანიაში ძალიან თავისუფლად გრძნობს თავს, გეხუტებათ და გკოცნით. თქვენი რეაქცია: ა) მორცხვობთ, ინტიმური ურთიერთობები სხვებისგან დამალული უნდა იყოს. ბ) მოუთმენლად ელით გაგრძელებას. გ) გახარებთ, წარმოიდგინე როგორ შურთ დაქალებს. დ) ეს ჩემი ბოიფრენდი არაა, მე კოცნას მხოლოდ ღამე ვიღებ. 3) თქვენ ხვდებით მამაკაცს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, რა მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ უკვე საკმაოდ ახლოს ხართ ერთმანეთთან? ა) მან გაგაცნო საკუთარი ოჯახი. ბ) მან იცის როგორ მოგანიჭოთ სიამოვნება საწოლში. გ) ის ხვდება რა უნდა გაჩუქოს. დ) მან თავისი ქალი გიწოდათ. 4) თქვენ სეირნობთ ბოიფრენდთან ერთად და შემთახვევით მის ყოფილ შეყვარებულს შეხვდით, როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი? ა) თვალები დახაროს და გვერდით ჩაუაროს. ბ) ზრდილობიანად მიესალმოს და უფრო მაგრად ჩაგიხუტოს. გ) ის უნდა გიყურებდეს მხოლოდ შენ და ვერც კი შეამჩნიოს ის გოგონა. დ) მისი სახე არც კი უნდა შეკრთეს. 5) თქვენ მიდიხართ წვეულებაზე და იმედი გაქვთ, რომ ვინმეს გაიცნობთ. რას ჩაიცმევთ? ა) შექმნი რომანტიულ სეხეს ტანსაცმლის საშუალებით. ბ) შეარჩევთ ტანსაცმელს, რომელიც ფორმებს უსმევს ხაზს. გ) ჩაიცმევთ კაბას ღრმა დეკოლტეთი და ამით ყველაფერი ნათქვამია. დ) ჩაიცმევ სადა ტანსაცმელს, გაიკეთებ შავ სათვალეს, დაჯდები შორეულ კუთხეში და შექმნი ინტრიგას. 6) ბოიფრენდის პერანგზე პომადის კვალი აღმოაჩინეთ, თქვენი რეაქცია ა) იტირებთ მთელი ღამე, დილით კი პასუხს მოთხოვთ. ბ) ჰკითხავთ ყოველგვარი ისტერიკის გარეშე, თვითონ იწვალოს. გ) თქვენ მოწინააღმდეგეები არ გყავთ, თქვენ მხოლოდ მოშურნეები გყავთ. დ) არ მიანიჭებთ არანაირ მნიშვნელობას. 7) თქვენს, რომელ სურვილებს უნდა გრძნობდეს თქვენი პარტნიორი? ა) როდესაც მასზე ფიქრობთ უნდა გირეკავდეთ. ბ) სექსის სურვილი. გ) თქვენი ფუფუნებაში ამოვლება. დ) არანაირი, გინდათ რომ მისთვის გამოცანად დარჩეთ. 8) როგორ უნდა იწყებოდეს სიყვარულის ღამე? ა) ვახშამი სანთლებით. ბ) ფრანგული შამპანური აბაზანაში და ვარდის ფურცლები. გ) ძვიფასი საჩუქარი და თვენ ვალში არ დარჩებით. დ) რომელიმე საერთო საიდუმლოს გამოცნობით. თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს პასუხი ა. თქვენი მამაკაცის ტიპი რა თქმა უნდა რომანტიკოსია. ყვავილები, ლექსები, საუბარი მთვარის შუქზე-ეს არის ის რასაც თქვენი არსება ნატრობს. საკუთარ თავს ამაზე უარს ნუ ეტყვით. რომანტიკოსები არასოდეს გადაშენდებიან. გარდა ამისა მათი შემჩნევა შორიდანვე შეიძლება. თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს პასუხი ბ. ბრუტალური, სექსში შეუჩერებელი მამაკაცი-ეს არის თქვენი ტიპი. ის სხვა ქალებსაც ეფლირტავება, მაგრამ ყოველთვის თქვენთან ბრუნდება და თქვენს მიიღებთ მას. პატარ-პატარა კონტრასტები ურთიერთობას სტიმულს აძლევს. ზედმეტად ტკბილი ურთიერთობები თქვენ არ გიყვართ. თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს პასუხი გ. თქვენი მამაკაცის ტიპი დამპყრობელია, თქვენ კი ციხესიმაგრე ხართ. მისი მუზარადი ვერცხლისფერია, ზის შავ ულაყზე, შეყავხართ თავის ციხე-დარბაზში და ძვირფასეულობით განებივრებთ. ასეთი მამაკაცისათვის თქვენ გაახალგაზრდავდებით, გამოიპრანჭებით და უფრო უკეთესი გახდებით. თქვენი მთელი ცხოვრების სიყვარული თვითონ ხართ, მამაკაცი კი მხოლოდ პაზლია, რომელიც მოხერხებულად განათავსეთ თავის ადგილას. თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს პასუხი დ. მისტერ საიდუმლო აგენტი. თქვენ მისი თანამებრძოლი ხართ, გაქვთ თქვენი საიდუმლოებები და ინტრიგები. თქვენ გაინტერესებთ უჩვეულო, ნაკლებად მოსაუბრე მამაკაცი, რომელიც ხშირად თავს ზედმეტად იფასებს. მას არ ახასიათებს მერკანტილურობა, ის უმაღლესი იდეალებისა და მიზნებისაკენ მიიწევს. ის თვითონ იგონებს წესებს და თვითონვე არღვევს მათ. ის ყოველთვის აგრძელებს თამაშს და მარკა უჭირავს. 330 2-ს მოსწონს
|