x
image
ტორნადო07
მკერდი თუ გრძელი ფეხები? რას ამჩნევს მამაკაცი პირველად? (აღსარება)

image

მივდივარ ქუჩაში. ზაფხული, მზე, სითბო. უამრავი ლამაზი, მსუბუქად ჩაცმული ქალი, სიცოცხლე მშვენიერია. მზერა დროდადრო ხალხის მასიდან გამოარჩევს ხან გრძელ ფეხებს, ხან მრგვალ მკერდს და თავში ისე როგორც ფილმ "ტერმინატორში" წითელი ჯვრებით ინიშნება ჩემი მომავალი პოტენციური სამიზნეები... სისულელეა ეს ყველაფერი! თავიდან ქალს ყოველთვის მთლიანობაში აღვიქვამთ, მისი ყოველგვარი დანაწევრების გარეშე. რა თქმა უნდა თუ ქალი სპეციალურად არ ახდენს თავისი რომელიმე ნაწილის დემონსტრირებას.

რას ამჩნევს მამაკაცი პირველ რიგში?

მაშ ასე, ვხედავთ ქალს, ჯერ ისევ შორსაა, მხოლოდ სილუეტს ვამჩნევთ. აი ის უფრო ახლოს მოვიდა და გამოიკვეთა ნაცნობი და ლამაზი კონტურები. რა იპყრობს ჩვენს ყურადღებას პირველ რიგში? არა! ფეხები არა! და თქვენ წარმოიდგინეთ არც ის ადგილი საიდანაც ფეხები იზრდება. სიარულის მანერა და მხრების მდგომარეობა! სამწუხაროდ არსებობენ ქალები, რომელთა დანახვისას შორიდანვე ფიქრობ "არა". მახსენდება ფრაზა ძველი ფილმიდან "თავი ცოტათი აწეული, თვალები დახრილი, ხელები თავისუფლად, მხრები გაშლილი და უკან გადაწეული. სიარულის მანერა თავისუფალი, თეძოდან. თავისუფალი პლასტიკა, თითქოს პანტერა ემზადება ნახტომისათვის. მამაკაცები ასეთ ქალებს არ უშვებენ!" მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ამ ფრაზას აქტუალობა არ დაუკარგია. სამწუხაროდ არ მახსოვს ფილმის დასახელება.

ის უფრო ახლოს მოვიდა და დეტალები გამოიკვეთა. იწყებ მის დათვალიერებას, ამ პროცესს რაც გინდათ ის უწოდეთ, არსი მაინც ერთი და იგივეა. თვალები უკვე ქალის ფიგურის დეტალების შეფასებას იწყებს. რას ვათვალიერებთ პირველ რიგში? ეს დამოკიდებულია საიდან ვუყურებთ ქალს. თუ ქალი წინ მიდის მაშინ პირველად რა თქმა უნდა თვალები მის უკანალზე ჩერდება და ამას ვერსად ვერ გაექცევი. უკანალი და წელი. უფრო სწორად წელსა და უკანალს შორის სხვაობა ზომაში. პირადად მე ქალის სილუეტის ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. შემდეგ თვალები ქვევით ფეხებისაკენ გარბის და იმის მიხედვით თუ რა შთაბეჭდილებებს ვიღებთ, ან ვასწრებთ ქალს და ვცდილობთ მის წინიდან დანახვას ან ვბრუნდებით და ჩვენს საქმეზე მივდივართ.

თუ ხედი უკნიდან მოგვეწონა, ვასწრებთ ქალს და ვცდილობთ დელიკატურად დავინახოთ როგორ გამოიყურება წინიდან. ვერ დავინახეთ? ვჩერდებით თითქოს რაღაც საქმეს ვაკეთებთ და უკვე გარკვევით ვხედავთ, როგორ გამოიყურება ქალი წინიდან. ვუყურებთ სახეს... მკერდი მეორე პლანზე გადადის! როდესაც ჩვენ ვუყურებთ ქალს წინიდან ყოველთვის პირველ რიგში მის სახეს ვათვალიერებთ. არ გჯერათ? ჩაატარეთ ექსპერიმენტები. უყურებ სახეს და თვალს ვეღარ წყვეტ ამ თვალებს, ღიმილს, თავის დახრილობას... მერე რა, რომ ვიქტორია სეკრეტის მოდელი არაა, არც მკერდი აქვს დიდი და ფეხებიც ცოტა პუტკუნა, ეს ყველაფერი რატომღაც ხშირად სრულიად კარგავს მნიშვნელობას.

ლინზები ხშირად ყველაფერს აფუჭებს...

აი უს უკვე ახლოსაა, ვესაუბრებით, ვიცინით, ვფლირტაობთ, მაგრამ არ გვავიწყდება ჩვენი მთავარი მიზანი_ქალის დათვალიერება. თვალები, თმები, ხელები, მკერდი რა თქმა უნდა! დამეთანხმებით, რომ ახლოდან მკერდის ნახვა ბევრად უფრო სასიამოვნოა, მით უმეტეს ზაფხულში, როდესაც მას თითქმის არაფერი მალავს. არ გვავიწყდება მის თვალებში ჩახედვაც. ზოგჯერ ხდება, რომ თვალები სხვა ყველაფერზე ბევრად მეტყველია. მუქი თაფლისფერი, ან ნაცრისფერი თავლები... ოცნება... ლინზები ხშირად ყველაფერს აფუჭებს...

ვიცინეთ, ვიხუმრეთ, დავემშვიდობეთ, ის გვშორდება ჩვენ კი
თვალს ვაყოლებთ და კიდევ ერთხელ ვცდილობთ დავიმახსოვროთ გარეგნობა, ან საბოლოოდ ვშლით მას მეხსიერებიდან თუ იმედი გაგვიცრუვდა.

უკანალი, მკერდი, ფეხები... ყველაფერი ეს კარგია. მაგრამ აი ვსეირნობ ეზოში და ვხედავ ახალგაზრდა დედას ჩვილი ბავშვით. გარეგნობაზე ეტყობა, რომ ორგანიზმს ჯერ სრული რეაბილიტაცია არ
გაუვლია ორსულობის შემდეგ. პუტკუნაცაა, ფეხებიც გასივებული აქვს, მკერდიც ალბათ პატარა ჰქონდა, მუცელიც ეტყობა, მაგრამ რატომღაც მაინც მომწონს მისი გარეგნობა. უბრალოდ მომწონს
ისეთი, როგორც არის... მოდით ეხლა და სცადეთ ამიხსნათ რას ვაქცევ ყურადღებას პირველ რიგში?

1
63
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
63
  
2013, 22 თებერვალი, 0:01
ბრავო...
0 1 1