x
image
აკაკი79
მიწიდან ცამდე.

მონაწილეობენ: ნინო ამღზრდელი.
ლალი.
ლაშა
გიორგი.
ლიზი.
მარი.
მარიამი.
ტაქსის მძღოლი.

პირველი მოქმედება.


მოქმედება ხდება უპატრონო ბავშვთა სახლში „იავნანა“
ოთახში შემოდის ნინო აღმრზდელი, ლალი ფეხზე დგება.
ნინო აღ. - დაჯექი ლალი, სალაპარაკო მაქვს.
ლალი ნელა ეშვება, მის საპირისპიროდ
ქ. ნინო სკამს ახლოს სწევს და ისე ჯდება, რომ მისი მუხლები თითქმის ლალის მუხლებს ეხება.
ნ.აღმ. -ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ ლალი, სხვებიც ამჩნევენ ამას და მითხარი რა ხდება?
ლალი- არაფერი ნინო აღმზრდელო. მორცხვად პასუხობს და ლოყებზე წითელი ფერი გადაჰკრავს.
ნ.აღმ. -ისევ მაია მასწავლებელი ხომ არ გსაყვედურობს უსამართლოდ? მითხარი ვინმემ ხომ არ გაწყენინა. მე შენი დედა არ ვარ მაგრამ ღმერთია მოწმე ძალიან მიყვარხარ.
ლალი.- არა ნინო აღმზრედელო, უბრალოდ უხასიათოთ ვარ, ანდაა რაა ამ ცხოვრებაში გასახარი. ბოლო სიტყვებს უკვე თავდახრილი ამბობს ლალი.
ნ.აღმ. -ამას ნუ ამბობ შემოგევლე. შენ ახლა იწყებ ცხოვრებას და ასეთი ფიქრებით თუ დაიწყებ, მომავალში რაღა გეშველება!?
ლალი. - რა ვიცი, მე თქვენს მეტი არავინ მყავს, არც დედა, არც მამა. მთელი ცხოვრება ამ კედლებში უნდა გავატარო, ამ დიდ სახლში სადაც ყველაფერი სიყვარულის ჩათვლით ხელოვნურია. (მცირე პაუზა). ერთი თქვენ ხართ აქ თბილი თორემ ყველა და ყველაფერი ამ კედლებივით ცივია.
ნინო აღმზრდელი ლალის ხელებს თავის ხელებში იქცევს და გულთან მიაქვს.
-ნუ, ნუ იფიქრებ ამას, მე მართალი მიზეზი მაინტერესებს. ვიცი შეყვარებული ხარ.
ლალი სწრაფად ახედავს ქვევიდან.- ვინ გითხრათთ??
ნ.აღმ. - ხომ იცი აქ არაფერი იმალება. ვინ არის?
ლალი არაფერს პასუხობს.
-მომიყევი მე გაგიგებ, პატარა აღარ ხარ 3 თვეში 18-ის ხდები და ეს ბუნებრივი მოვლენაა.
ლალი თავს ზევით სწევს და აღმზრდელს თვალებში შეცქერის.
-ლაშა ჰქვია, აქვე ახლოს ცხოვრობს. ბაღში სეირნობისას გავიცანი. ის ისეთი კარგი ადამიანია, ისეთი თბილი.
ნინოს ეღიმება. ლალი ისევ დაბლა ხრის თვალებს
-პირველი დანახვისთანავე მომეწონა, ვიფიქრე ნეტავ მოვიდეს და გაცნობა მთხოვოსთქო და წარმოგიდგენიათ, მართლაც მოვიდა.
ნ.აღმ. - შენ ყოველთვის გულით იყურებოდი ჩემო ძვირფასო, ბავშობიდან დამჯერი და თბილი იყავი. გიყვარს?
ლალი. - ხო, მიყვარს, ძალიან მიყვარს. ნეტავ მასაც ისე ვუყვარდე როგორც მე შევიყვარე.
ნინო დგება და თავზე უსმევს ნაზად ხელს.
-ასეც ვიცოდი, ძალიან მეშინია გული არ გატკინოს და არ შერყვნას შენი უბიწო სული.
ლალი თავს მაღლა სწევს და გაკვირვებული ეკითხება.
-რატომ უნდა მატკინოს, მე ხომ მიყვარს, მე მისთვის მხოლოდ კარგი მინდა და მას რატომ უნდა უნდოდეს ჩემთვის ცუდი?! არაა, ის ასეთი არ არისს.
ნ.აღმ. - შენ არ იცნობ ამ კედლების იქით მყოფ ცხოვრებას, ის შეუბრალებელია, დაუნდობელია და ხშირად შენაირ გულუბრყვილოებს ტალახში სვრის, გარეთ სხვა საზომით ზომავენ და სხვაგვარდ ფიქრობენ. გაირყვნა, გაბოროტდა ხალხი და შენნაირ გამოუცდელ გოგონას არ დაინდობენ ეს იცოდე. ნუ ენდობი სულ მთლად.
ლალი - ტყუილიაა. ის სულ სხვაა, კარგია, მის თვალებში ისეთი თბილი და ნათელი სხივები ციაგებენ, ვიცი არაფერს მავნებს. მე უკვე დიდი ვარ და ვიცი ვის ვენდო და ვის როგორ მოვექცე.
ნინო ოდნავ იხრება და ლალის თავს გულში იხუტებს.
-ნეტავ მართალი იყო და არ ცდებოდე, ხომ იცი შენთვის მხოლოდ კარგი მინდა, შვილივით მიყვარხარ და არ გეწყინოს ეს ლაპარაკი. უამრავი ცუდი ამბის მომსწრე ვარ და აღარ ვენდობი არავის, თანც ახლა როცა ადამიანები ნარკოტიკებმა, სიგარეტმა, გარყვნილმა გადაცემებმა, ევროპიდან გადმოღებულმა მხოლოდ სიგლახემ სულ გააველურა და გადააგვარა .
ლალი იხუტებს - ნუ გეშინია ნინო აღმზრდელო, აი ნახავთ ყველაფერი როგორ კარგად იქნება.
ნ.აღმ.- ძალიან ალალი ხარ და მაგის მეშინია. ღმერთმა დაგლოცოს და დაგიფაროს.
ლალი.- არც ისეთი ვარ ცუდის და კარგის გარჩევა ვერ შევძლო. ნუ ნერვიულობთ როგორმე გავართმევ თავს.
ნინო ზურგზე ხვევს ხელს და გადიან.


მეორე მოქმედება.


მოქმედება ხდება უპარტონო ბავშვთა სახლის ეზოში.
ლალი ფრთხილად აღებს კარს და ფეხაკრეფით გამოდის გარეთ.
ლალი.- ლაშა, ლაშა სად ხარ?
ლაშა იქვე მდგარ ხეს ეფარება და ლალის ხმაზე გამოდის. - აქ ვარ, აქეთ წამოდი გავისეირნოთ.
ლალი ნელი ნაბიჯებით უახლოვდება თან უკან იყურება იმის შიშით არავინ დამინახოსო.
ლაშა.-როგორ ხარ? მესიჯი მიიღე? ეგ ლექსი შენ დაგიწერე. მოგწონს?
ლლი- კი მივიღე. მე შენი ყველაფერი მომწონს თუმცა ნინო აღმრზდელი ამბობს რომ არ უნდა გენდო.
ლაშა - რატოომ? მე ხომ არ მიცნობს და რა იცის როგორი ვარ?! რას უსმენ მაგათ? აქ ყველა თავის თავზე ფიქრობს და ალბათ შენი შურთ კიდეც. ალბათ თვითონ არავინ ყვარებია.
ლალი - ნუ ამბობ ნინოზე ამას, მე ის მიყვარს და ერთადერთი ადამიანია ვინც მართლა ზრუნავს ჩემზე. შვილი არ ყავს მაგრამ ვგრძნობ შვილივით უყვარვარ.
ლაშა - მეც ხომ ძალიან მიყვარხარ, ჩემი არ გჯერა?
ლალი - მჯერა. მაგრამ ნინო აღმზრდელზე ცუდი არაფერი თქვა მეორედ თორემ მეწყინება.
ლაშა ლალის ხელს ეხება და თითებზე უწყებს ფერებას.
ლაშა - როგორც მეტყვი. ნახე რა მოგიტანე.
ჯიბიდან ვარდისფერ თვლიან ბეჭედს იღებს რომელსაც გულის ფორმა აქვს.
ლალიის სიხარულით თვალები უბრწყინდება. - რა ლამაზია, ეს მეე?
ლაშა - შენთვის ჯერ არაფერი მიჩუქნია, მომეცი ხელი.
ლალი მარჯვენა ხელს აწვდის.
ლაშა - ეს არა მეორე მარცხენაზე უნდა გაიკეთო. - ლაშა იცინის და თითზე ბეჭედს აცმევს. ლალი მის მხარს შუბლით ეხება და ლაშა ორივე ხელს ხვევს კისერზე. რამოდენიმე წუთი სიჩუმეა.
ლაშა - იცი ლალი, ჩემი მშობლები საზღვარგარეთ მიდიან დიდი ხნით, სულ მარტო ვრჩები და ვიფიქრე ჩემთან ხომ არ გადმოხვიდოდი... სამუშაო მაქვს და ორივეს გვეყოფა.
ლალი - როგორ შენთან გადმოვიდე?? ჩურჩულებს გაკვირვებული და თვალებში ჩაცქერის მომღიმარ ლაშას.
ლაშა- ერთად ვიცხოვროთ, მე შენ ძალიან მიყვარხარ ლალი და ჩემები ჩამოვლენ თუ არა ვიქორწინოთ.
ლალი - არ ვიცი, ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელია.
ლაშა - აქ ყოფნას ჩემთან ყოფნა არ გირჩევნია? ჩემ მეგობრებს გაგაცნობ, იქ ბევრი ნაცნობი და ახლობლები გაგიჩნდება. ჩემი სიყვარული მუდამ გაგათბობს, მე სულ შენს გვერდით ვიქნები.
ლალი - შენთან ერთად ყოფნა ყველაფერს მირჩევნია მაგრამ აქედან ვინ გამიშვებს?!
ლაშა - გამოიპარე, ვერ გაიგებენ სად იქნები და არც დიდად შეიწუხებენ თავს შენი ძებნით. ციხეში ხომ არ ხარ გამოკეტილი, უკვე დიდი ხარ და სადაც გინდა იქ უნდა წახვიდე.
ლალი - ვერა, ნინო აღმზრდელს ასე ვერ მოვექცევი, ძალიან ინერვიულებს. თან იცის შენს შესახებ.
ლაშა - ნინოს თავის ცხოვრება აქვს, შენ გყავს ადამიანი რომელსაც ძალიან უყვარხარ და ძალიან ჭირდები, ადამიანი რომელიც შენზე იზრუნებს მთელი ცხოვრება.
ლალი - არ ვიცი ლაშა ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელია და არც მიფიქრია ასეთ რამეზე.
ლაშა - გიყვარვარ??
ლალი- მიყვარხარ, მაგრამ....
ლაშა სიტყვის დამთავრებას არ აცლის - უშენოდ აღარ შემიძლია, გთხოვ მომისმინე საფიქრალი არაფერია როცა ერთმანეთი გვიყვარს, პატარა აღარ ვარ თან სამსახურიც მაქვს და აქ ყოფნას ჩემთან მყავდე მირჩევნია, უფრო მშვიდად ვიქნები. ხვალ ჩემები მიდიან და ზეგ საღამოს მოვალ. წაგიყვან აქედან და გპირდები გვერდიდან არ მოგიცილებ არასოდეს.
ლალი ლაშას ხელს მაგრად უჭერს - კარგი წამოვალ, იცოდე ჩემი გული შენს ხელშია.


მესამე მოქმედება.


მოქმედება ხდება ლაშას სახლში, შეყვარებულები გვერდიგვერდ სხედან ლალის ლაშას მხარზე უდევს თავი.
ლალი-წერილი კი დავუტოვე, მაგრამ მაინც ინერვიულებდა, მგონი ასე არ უნდა მოვქცეოდი.უნდა მეთქვა, მან ბევრი მზრუნველობა გაიღო ჩემზე.
ლაშა-არა უშავს ის გაიგებს, ახლა მე გყავარ, ნუ დარდობ მერე მივალ და თვითონ ვეტყვი ყველაფერს
ლალი-მართლა? ძალიან კარგი ხარ, ნინი აღმზრდელი იმსახურებს ასეთ ყურადგებას.თვითონ რომ გაიცნობ მიხვდები
ლაშა-დარწმუნებული ვარ ამაში, შენი აღმზრდელი კარგი ადამიანი იქნება.
ლალი-ძალიან გამიმართლა შენ რომ გაგიცანი, მართლაც ბედნიერი ვარ. ყავას მოვადუღებ ხომ დალევ?
ლაშა-კი ოღონდ ძალიან ტკბილი არ გააკეთო.
ლალი დგება და სამზარეულოში გადის. ლაშა ტელეფონს იღებს ჯიბიდან.
ლაშა-გიო რატომ აგვიანებ?პონტი ხომ არ გაგემაზა?(პაუზა)ძალიან კარგი გელოდები, არა უშავს მოიყვანე.
ლაშა დგება და ოთახში სიარულს იწყებს, ამასობაში ლალიც ბრუნდება, ყავა შემოაქვს და პატარა მაგიდასთან სხდებიან,
ლალი- ხომ არ არის ძალიან ტკბილი?
ლაშა-შენ ყველაზე ტკბილი ხარ.
ლალი მოსიყვარულე თვალებით შესცქერის და ყავას სვამს, სიჩუმეს კაკუნი არღვევს. ლაშა დგება, კარს აღებს.ოთახში გიორგისთან და ლიზისთან ერთად ბრუნდება.
გამარჯობა ლალი, როგორ ხარ?
ლალი-პრივეტ, კარგად შენ როგორ ხარ?
გიორგი-გაიცანი ეს ლიზია.
ლალი ხელს ართმევს გოგონას-სასიამოვნოა. მე ლალი ვარ დაბრძანდით.-ახლავე ყავას მოგიდუღებთ. ხომ მიირთმევთ?
გიორგი-რატომაც არა, ყავა ცოტას გამომაცოცხლებდა.
ლიზი - სიამოვნებით.
ლალი სამზარეულოში გადის, დანარჩენები მაგიდასთან ჯდებიან.
ლაშა - როგორი ფაქტია, მთლიანი წამოიღე?
გიორგი იცინის - შენ ამის რა გაგეგება სულ ორი თვეა რაც იკეთებ და უკვე ხარისხზე ლაპარაკობ.
ლაშა - გუშინ ლომკა ძლივს მომიხსნა, წყალი იყო ამას დიდი მიხვედრა არ ჭირდება.
გიორგი - დაწყნარდი დღეს ნახავ კაიფი რა არის, ბიჭებმა თქვეს ზოგიერთი გადავარდა და ძლივს მოვასულიერეთო.
ლაშა - სანთლები იყოდე? მე ინსულინი აღარ დამრჩა.
გიორგი - ხო, აბა რა.
ლიზი - მეც შემახვედრეთ ცოტა, დღეს ვერ ვარ რაღაც და გამისწორდება.
ლაშა - გადმოგისხამთ თჲთო ხაზს არ ინერვიულო.
გიორგი - რაღას ველოდებით, გავედით ლოჯში.
ლაშა - სუ მოიცა ლალი მოდის.
ბიჭებმა ლაპარაკი ფეხბურთზე გადაიტანეს.
ლაშა - ნახე გიო, ბარსელონამ როგორ გაასხა,
გიორგი - სულ იმ როლანდინიოა თა რა ქვია დიდი ტუჩები რომ აქვს იმის ბრალია.
ამ დროს ლალიც შემოდის ყავის ჭიქებით ხელში.
ლალი - გალოდინეთ? მგონი მეტი წყალი მომივიდა.
გიორგი - მე მაგრად მევასება შენი მდუღებული ყავა და საერთო კარგი ხელი გაქვს.
ლაშა - გოგოებო არ მოიწყინოთ მე და გიო ცოტა ხნით დაგტოვებთ.
ბიჭები გადიან, ლალი და ლიზი ყავას შეექცევიან.
ლალი - რამდენი ხანია რაც იცნობ?
ლიზი - ერთი წელია გიოსთან ვცხოვრობ.
ლალი-ადრე არ უთქვამს. მშობლები გყავს?
ლიზი - კი, მაგრამ სახლიდან წამოვედი და ახლა დამოუკიდებლად ვცხოვრობ.
ლალი - რატომ? გიშლიდნენ გიოსთან ყოფნას?
ლაშა - მამაჩემმა ვერ აიტანა როცა ვუთხარი გიო ჩემი მეგობარიათქო, საერთოდ რა ესმით უფროსებს, იდიოტები არიან.
ლალის ეხამუშა ლიზის სიტყვები მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია უკმაყოფილება.
ლალი - მე რომ მშობლები მყოლოდა... ნეტავ როგორები იქნებოდნენ, დარწმუნებული ვარ ძალიან მეყვარებოდნენ.
ლიზი - მე თუ მყავს რა ხეირი, მათ უნდათ მათნაირი ვიყო. მხოლოდ თავიანთ ტავზე ფიქრობენ, თავიანთ მოსაწყენ ცხოვრებაზე და ყველაფერს მიშლიდნენ. მე თავისუფალად მინდა ვიცხოვრო, უკვე დიდი გოგო ვარ.
ლალი - მშობლები ზრუნავენ შვილებზე და მათვის კარგი უნდათ, ვერ გაუგე ალბათ.
ლიზი - ჩემს თავზე მე ვიზრუნებ, მათ თავიანთ თავზე იზრუნონ.
ლალი შეძრწუნებულია სტუმრის თავხედური ლაპარაკიტ და საუბარი სხვა თემაზე გადააქვს.
-გიორგი შენი მხოლოდ მეგობარია?
ლიზი - როგორ გითხრა, მეგობარია ევროპული გაგებით.
ლალი - ევროპული გაგებითთ??
ლიზი - ბოი-ფრენ-დია. ჩვენ ერთად ვწევართ.
ლალი - გასაგებია.
ლიზი -შენ რამდენი ხანია რაც ლაშასთან ხარ?
ლალი - სამი კვირაა თითქმის, მალე მისი მშობლები ჩამოვლენ და ვიქორწინებთ. მე ის მიყვარს.
სიჩუმე ჩამოვარდა, ლიზის თითქოს უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ სიტყვები ყელში მოგუდა. ცოთა ხნის შემდეგ ისევ თვითონ დაიწყო
ლიზი - ლაშა კარგი ბიჭია, მზრუნველი, თბილი, დარწმუნებული ვარ მასაც ძალიან უყვარხარ.
ლალი - დიდი ხანი არ არის რაც ვიცნობ მაგრამ ვენდობი.
ლიზი - მე კი არვის ვენდობი, ცხოვრება ისეთია არავის არ უნდა ენდო ბოლომდე, ყველა რაღაცას გამოელის და თავის თავზე ფიქრობს, გეტყობა ჯერ არ შეგხებია მისი საშინელი ხელები.
ლალი - ვერ მივხვდი რას გულისხმობ.
ლიზი- რას და რეალურ, საძაგელ ცხოვრებას რომელიც...
ლიზის პასუხი არ დასცალდა, ბიჭები შემოვიდნენ და ლიზიმ ისეთი სახე მიიღო თითქოს ანეგდოტი მოყვაო.
ლალი- ყავა გაგიცივდათ, ახალი ხომ არ მოვადუღო.
გიორგი - არა არ გვინდა უნდა წავიდეთ მე და ლიზის საქმეები გვაქვს.
ლაშა - იყავიტ რა გეცქარებატ, კარტი ვიტამაშოტ, გავერტოტ რამით.
ლიზი - მადლობთ მაგრამ უნდა წავიდეთ, ტან ცხვირში მომიჭირა მგონი გავცივდი.
ლალი - წამალს დაგალევინებ.
ლიზი - არა არ მინდა, გიოს აქვს ჩემი წამალი წერან ვიყიდეთ ერთად.
ლიზი იცინის
გიორგი - დიდი მადლობა ყავისთვის. ჩვენ წავედით
ლიზი და გიორგი გადიან, ლაშა სკამზე ჯდება და სიგარეტს უკიდებს, თან ცხვირს იფხანს გამალებით. ლალი დგას და სახეში შეცქერის.
ლალი - რაღაც სხვანაირი ხდები როცა გიორგი მოდის და ლოჯში გადიხართ სასაუბროდ. იქიდან თვალებ დაწითლებული და სახე გათეთრებული ბრუნდები სულ.თან მუნიანივით იქექები, არ მომწონს ეს ყველაფერი. მითხარი იქ რას აკეთებთ?
ლაშა ყურადღებას არ აქცევს ლალი ლაპარაკას და სასხათაშორისოდ პასუხობს.
-არაფრს, უბრალოდ ვლაპარაკობთ ისეთ რამეზე რაც მხოლოდ კაცების საქმეა.
ლალი - არ მომწონს ეს ყველაფერი. ის ლიზი არ მომეწონა თავხედი ჩანს, რაღაც ცუდი ხდება ამას ვგრძნობ შინაგანად.
ლაშა - ნუ დარდობ ჩემო სიცოცხლევ, ყველაფერი კარგად იქნება უბრალოდ მოიყვანა, ლიზის შენთან რა საერთო აქვს.
ლალი ოთახში ანერვიულებული დადის
ლალი - ძალია თავხედი გოგოა და გიორგიც ასეთია თუ მაგასთან ერთად არის.
ლაშა - მოდი აქ, ნუ ნერვიულობ სიხარულო, მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგათ თავის ცხოვრება აქვთ, ჩვენ - ჩვენი.
ლაშა ხელ კიდებს ლალის და კალთაში ისმევს.
- ნუ გეშინია მე სულ შენს გვერდით ვიქნები და ვერავინ გაწყენინებს. ნუ მიაქცევ ყურადღებას მთავარია ერთმანეთი გვიყვარს და ჩვენს სიყვარულს ვერაფერი მოერევა.
ლალი ლაშას კისერზე ხვევს ხელებს და ასე რჩებიან ჩახუტებულები.


მეოთხე მოქმედება.
მოქმედება ხდება სახლში. ლაშა ნერვიულად დადის ოთახში, ლალი მაგიდასთან თავჩაღუნული ზის.
ლაშა - სად არის ამდენ ხანს!? ნერვები დამაწყდა.
ლალი - რა მოგივიდა სიხარულო? სულ შეიცვალე.
ლაშას ლალის სიტყვები არ ესმის, ტელეფონს იღებს ჯიბიდან და რეკავს.
-სად ხარ ამდენი ხანი ბიჭოო, ვკვდები ამის დედას შევეცი და მიშველე რამე. -მცირე პაუზა-გთხოვ ამ ერთხელ მიშველე, -ისევ პაუზა-ვიშოვი, ვიშოვი ოღონდ ეხლა მოდი გიო და ყველაფერს ვიშოვი, ჭკუაზე აღარ ვარ მიშველე რამე ძმაოო. -ისევ პაუზა..-კაი, კაი ძმა ხარ გელოდები.
ლალი დგება და ლაშას ეხუტება.
ლალი - რა გჭირს ჩემო სიცოცხლევ? იქნებ მე გიშველო.
ლაშა - არაფერია, არაფერი... გამოვალ ამ სიტუაციიდან.
ლალი - ნუ მიმალავ, გევედრები მითხარი რა ხდება და ყველაფერს გაგიგებ, ოღონდ მითხარი ლაშაა.
ლაშა ხმას უწევს
- არაფერიიი.
ლალი - ყველაფერს გავაკეთებ შენი გულისთვის, ოღონდ შემეძლოს დახმარება. დაანებე თავი მაგ გიორგის, დაგღუპავს და მეც დავიღუპები.
ლალი ცდილობს ჩაეხუტუს, ლაშა უხეშად იშორებს და მოუსვენრად დადის ოთახში. ლალი სკამზე ეშვება.
ლალი - რით გიშველო არვიცი, არაფერს მეუბნები, ეს ბოლო დრო ძალიან გვიჭირს, მაგრამ მე მხოლოდ შენ მჭირდები, ოღონდ შენ იყავი კარგად და გინდ მშიერი ვიყო, გინდ მციოდეს არაფერს დავეძებ.
ლაშას სულ არ ესმის მისი და სიარულს განაგრძობს. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმის, ლაშა მყისვე ჩერდება და კარისკენ გარბის ყვირილით
-მოვიდა, მოვიდა!
ლალი ერთ ადგილს მიშტერებია მონუსხულივით.
გიორგი - გამარჯობა ლალი.
ლალი დუმს.
ლაშა - წამოდი ლოჯში გავიდეთ ვკვდებიი ბიჭო.
ბიჭები ლოჯში გადიან ლალი უნებურად იწყებს ლაპარაკს.
- ძალიან ცუდი რამ ხდება ჩვენს თავს, ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემს თვალწინ იტანჯება, იცვლება, ცივდება და არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ადრეც ვხვდებოდი მაგრამ დანახვა არ მინდოდა, თავს ვიბრმავებდი, მეშინოდა რეალობის. ლაშა ნარკომანია მგონი...
მარჯვენა ხელს ლოყაზე მიიდებს და განაგრძობს
- მგონი კი არა, ნარკომანია, იმიტომაც სულ აღარ აქვს ფული, ის ბეჭედიც რომ თქვა დავკარგეო უეჭველი ნარკოტიკში გაცვალა. ნეტავ მისი მშობლები მაინც ჩამოვიდნენ სანამ მთლად დავიღუპეთ.
ლალი სახებს ხელებში მალავს, ამავე დროს მეორე ოთახში ლაშა შპრიცით წამალს ვენაში უშვებს, წამში სახე ეცვლება, სკამის საზურგეს ეყუდება და სიგარეტს უკიდებს.
ლაშა - ძმა ხარ გიო, რა მეშველება შენ რომ არ მყავდე?!
გიორგი - მე ვეღარ გიშველი ძმაო ეს ბოლოა, უკვე ჩემთვისაც ძლივს ვშოულობ.
ლაშა - როცა ფული მქონდა შენთვის არასოდეს დამნანებია, ახლა სამსახურიდანაც გამომაგდეს დედამოტყნულმა უფროსმა გაიგო, მამაჩემი ცუდად არის და ვერაფერს მიგზავნიან, რა ვქნა არ ვიცი. ხვალ ალბათ მოვკვდები, შენ კი გაქვს შანსები.
გიორგი - არა რა შანსები, ლიზის კლიენტები თითქმის აღარ ყავს დამხვრჩალ კატას დაემგვანა, ხომ იცი რა დროა, ყველა წუწუნებს, ამ პატრულმა ხომ გაატრაკა საქმე, უკვე ორჯერ დამიჭირეს და კიდევ კაი ფაქტი არ მქონდა, ჯარიმით გამოვძვერი. ახლა ლიზისთან უნდა წავიდე ისიც ლომკაშია.
ლაშა - რაღაც უნდა ვქნათ, უნდა მოვიფიქროთ თორემ ტკივილები მომკლავს, დღეს კინაღამ დავამტვრიე ყველაფერი.
გიორგი - შეიძლება რამის მოფიქრება, ოღონდ შენ უნდა მოინდომო, მე ვეღარ დაგეხმარები.
ლაშა - მითხარი რა საქმე? ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ დღევანდელ დღეში არ ჩავვარდე.
გიორგი - ლიზის ყავს მდიდარი კლიენტები, მაგრამ ის აღარ უნდათ, რას დაემგვანა შენც ხედავ, მაგრამ თუუ ...
გიორგიმ მაცდურად შეხედა თვალებში ლაშას, თითქოს წინადადების დამთავრებას ამ შეხედვით აპირებდა.
ლაშა - მოიცა გიო რას მეუბნები, ლალი ჩვენაირი არ არის, თან ამას არ გააკეთებს.
გიორგი - შენც ხარ რა, მართლა ცოლად ხომ არ მოგყავს, თან უპატრონოა და სად უნდა წავიდეს. უყვარხარ და შენი გულისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ლაშა - ამას ვერ შევძლებ, როგორ უთხრა?
გიორგი - ლიზი წაიყვანს, ხომ იცი მასეთი უკარება და პატიოსანი გოგოები როგორ უყვართ ფულიან კაცებს, კარგად გადაუხდიან და პრობლემებიც აღარ გექნება. მე ასე ვფიქრობ და თუ ვერ შეძლებ, ჩემი იმედი აღარ გქონდეს.
ლაშა ხმას არ იღებს, სიჩუმეს მხოლოდ სანთებელის წვალების ხმა არღვევს.
ლაშა-მაგის დედაც, გოგოების მეტი რა არის, დღესვე დაველაპარაკები. თანაც წეღან მეუბნებოდა ყველაფერს გავაკეთებ შენი გულისთვისო, არც ეგ არის ანგელოზი ყველა ადამიანი ცოდვილია და რა უჭირს, ვეტყვი ყველაფერს ვეტყვი და თუ არ დამეხმარება გავაგდებ თავის უპატრონო სახლში.
გიორგი - მართალი ხარ, ცხოვრება ასეთია, მისი სილამაზე ფული ღირს, ფული რომელიც ძალიან გჭირდება.
ლაშა - მერედა ლიზი თანახმაა? წაიყვანს თავის კლიენტებთან?
გიორგი - ლიზიმ მომაწოდა ეს იდეა. ყველაფერს მოაგვარებს.
ლაშა - ხვალვე უნდა მოხერხდეს, საღამომდე გავუძლებ როგორღაც, ერთი ჩეკი მიყიდე დანარჩენი ფული ლალის გამოატანე, ოღონდ იცოდე ძალა არ იხმარონ, არ გაპატიებ იცოდე.
გიორგი - რა ძალა უნდა იხმარონ, ლიზი მიიყვანს კლიენტთან პირდაპირ სახლში, ერთ საათში ფულს მისცემენ და უკან წამოვლენ, სადღაც 2 საათში ფულიც გექნება და წამალიც.
ლაშა - კარგი, როგორც კი წახვალ დაველაპარაკები და საღამოს დაგირეკავ, უეჭველი დავითანხმებ, მერე მასაც გავუკეთებ, ჩემზე კარგი რითია?! მე წამოვიყვანე იმ ჯოჯოხეთიდან და ადამიანური ცხოვრება ვაჩვენე.
გიორგი - აბა წავედი, ლიზის საღამოს დავარეკინებ კლიენტთან. არ იდარდო ყველაფერჲ კარგად იქნება.
ლაშა გიორგის აცილებს და ლალისთან ბრუნდება, ის ისევ ოთახში ზის სევდიანი სახით.
ლალი - ვატყობ დაწყნარდი.
ლაშა - ხო სიხარულო, დღეს გადავრჩი მაგრამ ხვალ რა მეშველება, მოვკვდები უეჭველი ან სხვა მომკლავს. -პაუზა-. შენი დახმარება მჭირდება სიცოცხლევ და გთხოვ უარი არ მითხრა, უბრალოდ სვა გამოსავალი არ არის.
ლალი - თუკი რამით შევძლებ შენს დახმარებას, უკან არ დავიხევ არაფერზე.
ლაშა - შემოგევლე, ვიცოდი რომ დამეხმარებოდი, სანამ გეტყოდე ალბათ ყველაფერი უნდა მოგიყვე.
ლალი - მომიყევი, მე უნდა ვიცოდე რა ხდება.
ლაშა მის გვერდით ჯდება - ყველაფერი შენი გაცნობიდან ორ კვირაში დაიწყო, გახსოვს ფანჯრიდან ყვავილები, რომ მოგაწოდე? -ლალის თვალები ალერსით ევსება და თანხმობის ნიშნად თავს უკრავს. - იმ საღამოს უბედნიერესი ვიყავი, როცა სახლში ვბრუნდებოდი გზაში გიორგი შემხვდა და ჩემთან ავედით, მან „გერაინი“ ამოიღო ჯიბიდან, თვითონ გაიკეთა და მეც შემომთავაზა. თავიდან ვიუარე, მაგრამ მერე.. ასე ხდება ხოლმე. ამის მერე რამოდენიმეჯერ ამოვიდა, წამალი ბევრი ჰქონდა და მეც მპატიჟებდა. თავიდან კარგად ვიყავი ძალიან მსიამოვნებდა. როცა გამოელია ფული მთხოვა, უარი ვეღარ უთხარი და ერთად ვიყიდეთ, მერე თვითონ იჩალიჩა, ხან როგორ-ხან როგორ და ნელ ნელა ვიგრძენი, რომ დამოკიდებული გავხდი. ნეტავ სულ არ შემხვედროდა, ან თავის დროზე დამენებებინა თავი სანამ ამ დღეში ჩავარდებოდი, მაშინ არ ვფიქრობდი, სამუშაო მქონდა შენც იცი კაი ფული მრჩებოდა. ხან ლიზი ყიდულობდა, მაყუთს შოულობდა სანამ კარგ ფორმაში იყო.
ლალი - მოიცაა, ლიზი სხეულით ვაჭრობდა?
ლაშა - ეხლაც ვაჭრობს მაგრამ აღარავის უნდა. მერე ისე შემიბყრო წამალმა, რომ ვეღარ ვძლებდი, შენ რაც გადმოხვედი სულ ვცდილობდი თავს მოვრეოდი მაგრამ, ოჰ ეს საშინელებაა, ერთადერთი შენი სითბო მშველოდა, გახსოვს მუშტით სარკე რომ ჩავამტვრიე? მაშინ ორი დღე ძლივს მოვითმინე, მეტს კი ვეღარ გავუძელი. სამსახურიდანაც გამომაგდეს, არ ვიცოდი რა მექნა რამოდენიმეჯერ გიომ მიშველა, ლიზიმაც გამიყო ერთი-ორჯერ, მეც ვალები ავიღე. დღეს კი ნახე რა დღეში ვიყავი, არადა წუხელ გავიკეთე. 300 დოლარი ვალი მაქვს, რომ არ მივცე შეიძლება მცემონ ან მომკლან კიდეც.
ლალი გაშტერებული უსმენს ლაშას და ნელ ნელა შორს იწევა.
ლალი - და მე, მე რითი უნდა გიშველო ლაშა? მე რა შემიძლია, არ ვმუშაობ, მშობლები მე არ მყავს და ნათესავები, არც არაფერი გამაჩნია. ნინო აღმზრდელი შემხვდა შემთხვევით და შეუმჩნევლად მოვცილდი იმ ადგილს, მე რით შემიძლია გიშველოო?
ლაშა - არის ერთი რამ რაც შეგიძლია გააკეთო, ჩემი გულისთვის, ჩვენი სიყვარულის გულისთვის. მითხარი გიყვარვარ?
ლალი - მიყვარხარ ლაშა, მაგრამ ვგრძნობ რაღაც საშინელი უნდა მთხოვო.
ლაშა - მე დამიჯერე და ყველაფერი კარგად იქნება, სულ რამოდენიმეჯერ მოგიწევს ამის გაკეთება და მორჩება ყველაფერი.
ლალი - რისი გაკეთება? შეშინებული კიდევ უფრო შორს იწევს.
ლაშა - ლიზის ფულიანი კლიენტები ყავს და...
ლალი ყველაფერს მიხვდა და ზეზე წამოვარდა
ლალი - ფიქრობ რას ამბობ?! სხეული გავყიდოო??
ლაშა - დაწყნარდი ძვირფასო, უბრალოდ იმაზე იფიქრე, რომ სხვა გზა არ არის.
ლალი - და შენ ამას შეეგუები? მე სხვა კაცთან დავწვე დაა...
ლაშა - ეს ხომ შენი სურვილით არ იქნება, ამას ჩვენი სიყვარულისთვის გააკეთებ და მათ აღარასოდეს ნახავ, აღარც გიორგის ნახავ.
ლალი - რა უქნა შენს სულს ნარკოტიკმა, ასე როგორ დაეცი, ეს რამ გაფიქრებინა ლაშაა.
ლაშა - გთხოვ დაწყნარდი ამით არაფერი შეიცვლება, მე სულ შენთან ვიქნები.
ლალი - ამას ვერ გავაკეთებ -სიარულს იწყებს ლაშას წინ. - არა. გთხოვ ამას ნუ მაიძულებ, ეს მეტისმეტია. შემომხედე!! რა მოგივიდა ბიჭო?! შენ სულსაც გაცვლი წამალზე!
ლაშა - წეღან ამბობდი ყველაფერს გავაკეთებ ოღონ რამე გეშველოსო. უწამლობას შეიძლება გავუძლო მაგრამ ზეგ სიკვდილი არ ამცდება, თუმცა რაღა აზრი აქვს ახლავე მოვიკლავ თავს.
ლაშა დგება და საპირფარეშოსკენ მიდის. ლალი ხელზე სტაცებს ხელს და ატირებული ეუბნება.
ლალი - გაჩერდი, გაჩერდი! მე შენს მეტი არავინ მყვას, შენ რომ დაგკარგო, მეც მოვკვდები.
ლაშა ისეთი სახით ჩერდება თითქოს ამ ქვეყნად აღარაფერი უნდა.
ლალი - გავაკეთებ, ყველაფერს გავაკეთებ რადგან ძალიან მიყვარხარ, შენ თუ ჩემთან იქნები, თუ გეყვარები ამის მერე ყველაფერს გავაკეთებ. თავს არაფერო მოწიო მთავარია ცოცხლები ვიყოთ, ოღონ გხედავდე მე მეტი არაფერი მინდა.
ლაშა - მე სულ მეყვარები ჩემო ძვირფასო, ჩემო გადამრჩენო. სულ მალე გამოვალთ ამ მდგომარეობიდან და არასოდეს გავიხსენებთ.
ლალი - ამის მერე თუ თავს არ დაანებებ მაგ საძაგელ გიორგის და წამალს მეც გავიკეთებ, მეც შენსავით გავუბედურდები, რახან მოგანდე ჩემი გული, ჩემი სხეულიც შენ გეკუთვნის.
ლაშა - ახლა ლიზის უნდა დავურეკოთ.- გულში იხუტებს აცრემლებულ ლალის და იძახის. - შენ ხარ ჩვენი სიყვარულის გადამრჩენელი, ჩემი გადამრჩენელი.



მეხუთე მოქმედება.


მოქმედება ხდება ექვსი თვის შემდეგ ლაშას სახლში.
ლალი მოკლე კაბით, ფეხი ფეხზე გადადებული ზის და სიგარეტს ეწევა, ლაშა ტელეფონზე ლაპარაკობს.
ლალი - რა იყო პონტი გაიმაზა თუ მოაქვს უკვე?
ლაშა უკმაყოფილო სახით მის წინ ჯდება.
ლაშა - არ ვიცი რაღაცას ბოდავს, მალე მოვა.
ამ დროს ლალის მობილური რეკავს.
ლალი - პრივეტ, როგორ ხარ სიხარული, მოგენატრეე?? პაუზა.- რამდენს? რამდენს? პაუზა/ -40 ლარად!! -სახე ემანჭება. -ასეთი „დიშოვკაც“ არ ვარ. მობილურს თიშავს და ხმამაღლა იძახის. -ეს ხალხი სულ გადაირია, სექსი უნდათ და ფული კი ენანებათ.
ლაშა - შენ თავს შეხედე რას დაემგვანე, საშინლად გახდი, თვალები ჩაგიცვივდა, ლოყები გაგილურჯდა, ცოტა მიხედე თავს ნუ გადაყევი მთლად წამალს.
ლალი - შენ რაღას გავხარ მარტო ყურებიღა დარჩი.
ლაშა - სულ არაფერს აღარ აკეთებ აღარც რეცხავ, არც საჭმელ აკეთებ.
ლალი - ფულს ხომ ვშოულობ, შენ გასაჩხერსაც მე ვიხდი. ახლა მაგას მეუბნები!??
ლაშა - რა ფულს შოულობ, ამ ორ დღეში ერთი კლიენტის მეტი არ გყოლია და ისიც მგონი ბრმაა.
ლალი გაბრაზებული იძახის – ახლა დამცინიი და მორალს მიკითხავ, მე შენი გულისთვის თავი დავიმახინჯე და სული გავყიდე. იცი საერთოდ რა არის სული?
ლაშა- მორჩი ახლა ყაყანს, წამლის კეთება შენთვის არავის დაუძალებია.
ლალი - შენ შემპირდი წამალს აღარ გაეკერებოდი, რატომ არ დანებე?? მეც შენაირი გავხდი, ჰაა აღარ მოგწონს შენი ორეულიი?? ვერ იტან შენს განსახიერებას ჩემში??? ჰაჰააა
ლალი იცინის, მის სახესთან იხრება და დამცინავად ჩასქერის თვალებში.
ლაშა - თავი გაწიეე!! ჯობია თავს მიხედო თორემ მალე აღარავინ დაგირეკავს და მთლად უსარგებლო იქნები.
ლალი - უსარგებლოო?! არ გეყო ამდენი ხანი მე რომ გინახავ? შენ როდის უნდა იშოვო ფული? მაგრამ შენ –თითს იშვერს ლაშასკენ და იცინის. - წამლის კეთების მეტი არაფერი იცი.
ლაშა - გაჩუმდი, ახლავე შეწყვიტე სიცილი, თორემ განახებ ვინ არის არაფრის მაქნისი, მე წამოგიყვანე იმ ჯოჯოხეთიდან, იქ ეგდებოდი ახლაც უპატრონოდ და არაფრის აზზე არ იქნებოდი.
ლალი - ნეტავ კი შემეძლოს დაბრუნება. მშობლები მაინც მყავდეს და როგორც ცოცხალმკვდარი ლიზი წაიყვანეს სახლში ისე მომაშორებდნენ მართლაც და ამ ჯოჯოხეთს. ლიზი კი მათ არ აფასებდა, მშობლის ფასი არაფერია, ამ ქვეყნად მათსავით არავინ იზრუნებს და შეგიყვარებს, ეჰჰ ნინო აღმზრდელი მართალი ყოფილა, საშინელია ეს ცხოვრება და დაუნდობელი.
ლაშა - წასვლა თუ გინდა აქ არვინ გიჭერს, ახლა მისტირი იმ დაქცეულ სახლს? მაშინ კი გაქცევაზე იყავი.
ლალი - მიყვარდიი და შენთან ყოფნა ყველაფერს მერჩია. - ლალი მწარედ იღიმება. ამ დროს კარზე კაკუნია, ლაშა გარბის გასაღებად. შემოდიან ლაშა, გიორგი და უცნობი ასე 20 წლის გოგონა. ლალი მას ათვალიერებს და სახეზე სევდა ედება.
ლალი გამწყრალი ხმით - როგორც იქნა მოხვედი, მოიტანეე??
გიორგი -პრივეტ ლალუშკი, მოვიტანე თან როგორიი. ყავას არ მოგვიდუღებ?
ლალი - თვითონ მოადუღე, ლიზი როგორ არის??
გიორგი - არ ვიცი, რაც სახლში დაბრუნდა აღარ მინახავს.
ლალი - რაღას ნახავდი უსარგებლოს, ფულს ვეღარ შოულობდა დაა.., ისე ნამცეცი ნამუსი მაინც დაგრჩენია მის მშობლებს, რომ დაუკავშირდი და გადაარჩინე.
ლაშა - რეებს ლაპარაკობ!? რა ჭირდა ლიზის გადასარჩენი? მშობლები მოენატრა და დროებით დაბრუნდა.
ლალი უხერხულად იღიმის - გასაგებიაა, არ გინდათ ამ ახალმა მსხვერპლმა გაიგოს ვინ ხართ?? ჰა-ჰა-ჰააა. ლალი გოგონასკენ ტრიალდება რომელიც გაკვირვებული აცეცებს თვალებს. -რა გქვია?
მარი - მარი.
ლალი - რამდენის ხარ?
მარი - ოცის.
ლალი - მე თვრამეტის ვარ და ხედავვ უკვე შენზე ბევრად დიდი შეხედულება მაქვს -ლალი ხარხარებს. - ხედავ რა მოსდის ადამიანს რომელიც გულით ფიქრობსს. ჰაჰააჰაა.
ლაშა - ხო არ გააუბერე გოგო!? რეებს იძახი?
გიორგი - ლალი რა დაგემართა, მარი ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს.
ლალი - ვიცი მე თქვენი მეგობრობა და სიყვარული. -ისევ იცინის.
ლაშა - გაჩუმდი! რეებს ბოდავ. მიდი წყალი აადურე.
ლალი - მიდი და აადუღე. ჩემი თავი შენ შემოგწირე მაგრამ სხვის გაუბედურებას გულგრილად ვერ უყურებ.
გიორგი - სულლ ფააფრინა ტოო, ლალი რა გჭირს აზზე მოდი! რას ამბობს ბიჭო შენი ცოლი??
ლალი - ცოლიი?? რომელი ცოლი ქმართან ერთად გერაინს, რომ იჩხერს და ფულზე იყიდება თითქმის ყოველდღე? -ლალი ისტერიაშია - ასეთი რამ როგორ ამოგდის პირიდან ნაბიჭვაროო, ახლა გავხდი ცოლიი, აქეთ შემომხედე -მკლავს იშიშვლებს და ჩაშავებულ ვენებს ანახებს იქ მყოფთ. - ყოველდღე ვიღაც ღიპიან კაცებს უწო.. -სიტყვა არ დაამთავრა ბოლომდე. მოცელილივით დაეგდო სკამზე და ატირდა.
ლაშა - შენ ხომ არ გადაირიე, რა გეტაკა დღეს!!? მთვრალი ხარ?
ლალი ცრემლებს იწმენდს და ყვირის - მთვრალი კი არა გაუბედურებული და სულწართმეული ვარ. -ზეზე წამოვარდება და მარისკენ იშვერს ხელებს - ახლა ეს გინდათ გარყვნათ, დაავამდყოფოთ და გააუბედუროთ, ველურებოო, არაადამიანებოო, მეზიზღებითთ...
ლაშა - სულ გარეკა ამ დედა მოტყნულმა, გაეთრიე აქედან .
ლალი გიჟივით მირბის ლაშასათან და გამეტებით ურტყამს ხელებს სახეში თან ყვირის - ამას თავი დაანებეთ ნაბიჭვრებოო.-შეშინებული ლაშა ხელებს უჭერს.
ლაშა ხმამაღლა - დაწყნარდი, დაწყნარდი გეყოო. ნამდვილად ჭკუიდან შეიშალა. ვის უნდა მარის გაუბედურება? ის გიოს შეყვარებულია.
გიორგი წასასვლელად გამზადებულ მარისთან მიდის. - არ მოუსმინო ამ გიჟს, მე შენ მიყვარხარ.
ლალი ხელებს ითავისუფლებს. - იქნებ ჩემი კლიენტები გავაცნოო, თუ ჯერ კეთება არ დაუწყია, ალბათ ძალიან არ უყვარხარ ჯერ, თორემ ჩასვამდი უკვე სისტემაში.
მარი - შენ ნარკომანი ხარ??
გიო - არა საყვარელო, რას უსმენ ამას, მეგობრის მეუღლეა და როცა დალევს აფრენს, ბელაია მოსდის, ხედავ რა დღეშია?!
ლალი - არ მოუსმინო არცერთს მარი, ესენი ცხოველები არიან და მოშორდი აქაურობას სანამ ჩემსავით არ დაღუპულხარ. მეც ასე მომატყუეს, მეც შენსავით სიყვარულით მქონდა სავსე გული - ლალის ცრემლები მოსდის. - თავი ოცნებებით და თვალები ცეცხლით ღომელიც მოკლეს და ჩააქრეს ამ ველურებმა ჩემში. დამიჯერე, ახლავე წადი და არასოდეს გაეკარო ამათ.
ლაშა სახეში სილას ურტყამს აცრემლებულ ლალის, გიორგი მარის ხელს იქცევს თითებში.
გიორგი - არ წახვიდე, ახლავე აზზე მოვა და გეტყვის, რომ ეს უკბილო ხუმრობა იყო.
ლაშა - ყურადღებას ნუ მიაქცევ, ასე მოსდის როცა მთვრალია.
იატაკზე მჯდარი ლალი მარის ხელს უქნევს, თავისთან იხმობს. ბიჭებს გონიათ, რომ ბოდიშს მოუხდის სტუმარს და ყველაფერს უარყოფს.
ლალი დაბალი ხმით - აი ნახე სასმელის სუნი არ ამდის, საერთოდ არ დამილევია ცხოვრებაში. სული აღარ მაქვს, მაგრამ გული მაინც შემრჩა და მებრალები ამათ ხელში. ვერ წარმოიდგენ რა მოგივა თუ ახლავე არ წახვალ და თუ ოდესმე დაუბრუნდები გიორგის.
მარი მაღლა სწევს თავს, ჯერ ერთს უყურებს მერე მეორეს. ლალის სახე ხელებში აქვს დამალული და ტირის. გიორგი ცდილობს მარის ხელი მოკიდოს, ლაშა კედლისკენ არის სახით შებრუნებული.
მარი - არ შემეხოო!!- დგება და მიდის.
გიორგი– ხედავ რა გაგვიკეთა ამ ბოზმა, იქნებ აგვიხსნას ასეთი ლუკმა რისთვის დაგვაკარგინა.
ლაშა ლალისკენ ბრუნდება გაავებული სახით - ახლავე აქედან წაეთრიე, სანამ რამე არ მოგწიე.
ლალი - სად წავიდე? სად ჯანდაბაში? წამალი მომეცით ყველაფერი მტკივა.
გიორგი - წამალი მომეცითო. -სიმწრით იცინის. - დაგვცინისს.
ლაშა - სანამ ცემით გამიგდიხარ აქედან წაეთრიე.
გიორგი - აქამდე უნდა მოგვეშორებინა შენ კი გეცოდებოდა.
ლალი - არსადაც არ წავალ, ლაშა გამოფხიზლდი მე ისევ მიყვარხარ, ნუთუ სულ არაფერი დარჩა შენში ადამიანური, ნუთუ ყველა გრძნობა მოკვდა შენში
ლაშა - ახლა განახებ ადამიანობას.
გამწარებული მივარდება ლალის, თმებში წვდება ხელით და კარებისკენ მიათრევს ყვირილით. - ხო გითხარი გაეთრიეე ჩემი სახლიდან, შენი გველური სისინი ყელში ამოვიდა, წაეთრიე შენს უპატრონო სახლში- ასე ფორთხვით გაჰყავს კარებში და კიბებზე ჩაათრევს. გიო ცარიელ ჩანთას ესვრის და ორივენი სახლში ბრუნდებიან.
ლაშა - ძლივს არ მოვიშორე ეს ნაგავი, მოდი გავიკეთოთ დამაწყდა ნერვები.
ორივენი ლოჯში გადიან და წამალს ხარშავენ. ამ დროს აკანკალებული და სახე მოთხუპნილი ლალი გადის სადარბაზოდან და იქვე იკეცება, რამოდენიმე ხანში დგება ჩახველებით ხმას იწმენდს და ერთ-ერთ კლიენტს ურეკავს.
ლალი- ზურა გამარჯობა. პაუზაა. აღარ გჭირდებიი?!! უფასოდ მოგემსახურები ოღონდ ცოტა ხნით გადმოვალ შენთან.
ზურა - არ მჭირდები ჩემთან არ მოხვიდე!
ტელეფონი ითიშება, ლალი მეორეს ურეკავს.
-გამარჯობა ლევან, არ მოგენატრე ძვირფასოო? პაუზა. ფული არ არის საჭირო ისე გადმოვალ შენს სახლში ცოტა ხნით.
ლევანი - ჩემს სახლში შენაირების ადგილი არ არის.
ტელეფონი კვლავ ითიშება. ჩანთას მხარზე იკიდებს და მიდის უმისამართოდ, შემდეგ ტაქს აჩერებს და ჯდება ქანცგაწყვეტილი.
მძღოლი - საით წავიდეთ?
ლალი - სადაც გინდა იქ წავიდეთ და რასაც ისურვებ იმას გავაკეთებ. - ლალი კაბას ზევით იწევს.
მძღოლი - ვის რაში ჭირდები, ჩაეთრიე დაბლაა!!
ლალის ჩასვლა არ შეუძლია, მძღოლი აღებს კარს, გადმოყავს მანქანიდან და იქვე ტრიტუარზე აგდებს. ძლივს წამოდგება ლალი და ოთხად მოხრილი მიდის იქვე ბაღში და გრძელ სკამზე წვება. იმედგადაწყვეტილი ერთს ამოიოხრებს და თვალებს ხუჭავს. ცოტა ხანში ხანში შესული ქალი მოდის და თავზე ხელს უსმევს.
უცნობი - გოგონა ცუდად ხარ??
ლალი ხმას არ ცემს, კანკალი უფრო უძლიერდება.
უცნობი - გაიყინები შვილო, მოდი წამოდექი, აი ასე მოგეხმარები, აქვე ვცხოვრობ და ცხელ ჩაის დაგალევინებ.
ლალი წამოდგომას ცდილობს, ქალი მხარში უდგას ცდილობს გაატაროს, ლალის ძლივს მიდის, ლომკა კრუნჩხავს, ტირის და გიჟივით აცეცებს თვალებს. ქალი სახეს წმენდს და ნელ- ნელა მიჰყავს სახლისკენ.






მეექვსე მოქმედება.


მოქმედება ხდება უცნობი ქალბატონის სახლში ათი დღის შემდეგ, ლალი წევს მოხუცი შემოდის და თავზე ეფერება.
უცნობი - დილა მშვიდობის. დღეს უკეთ გამოიყურები და ძალიან მიხარია შვილო.
ლალი - სად ვარ?
უცნობი - ჩემთან სახლში.
ლალი - დიდი ხანია რაც თქვენთან ვარ?
უცნობი- ათი დღეა.
ლალი - ათი დღეე?? მე თითქმის არაფერი მახსოვს.
უცნობი - არა უშავს შვილო, შენ ისე ცუდად იყავი სულ ვლოცულობდი, ღმერთმა შეისმინა ჩემი ვედრება და გადაგარჩინა.
უცნობის თვალები უნებურად ლალის დაჩხვლეტილ ხელებზე შეჩერდა. ეს იგრძნო ლალიმ და უმალ საბანში დამალა.
ლალი - ნეტავ მოვმკდარიყავი, ჩემს სიცოცხლეს რა ზრი აქვს.
უცნობი - რას ამბობ შვილო, შენსას კი არა ჭინჭველის სიცოცხლესაც დიდი აზრი აქვს ამ ქვეყნად. რაც მოგიყვანე იმის შემდეგ გივლი, ორი დღე დამბული მყავდი ლოგინზე, სადღაც გარბოდი, კრუნჩხვებში ვარდებოდი, ღამეები ვათენე, გაწყნარებდი, დასამშვიდებელ წამლებს გაძლევდი, გამუდმებით ვლოცულობდი და ყოველ დილით გიცვლიდი ლოგინს, იმედი არ დამიკარგავს ერთი წუთითაც და შენ მეუბნები აზრი არ ქონდა?? არც სახელი ვიცი შენი, არც მისამართი. მშობლები სად ცხოვრობენ?
ლალი - არ მყავს, უპატრონოთა სახლში გავიზარდე და მერე ისეთი ნაბიჯი გადავდგი... ეჰჰ ნეტავ ყველაფრის უკან დაბრუნება შეიძლებოდეს.
უცნობი - დამშვიდდი გენაცვალე, საბრალოვ ვგრძნობდი ობოლი იყავი. შენ ჯერ ახალგაზდა ხარ და რაც არ უნდა მომხდარიყო ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, უფალს ჩვენსას იესოს ყოველი უყვარს, ხედავ შეგიბრალა და ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მოგცა, მან მაპოვნინა შენი თავი რომ გადამერჩინე.
ლალი - თქვენ ძალიან კეთილი ხართ, - ცრემლები მოსდის - მაგრამ არ იცით მე რას ვაკეთებდი სიყვარულისთვის, მაგრამ მგონი გამართლება არ მაქვს.
უცნობი - ვიცი შვილო, შენი ხელები ვნახე, სინიაკებიჩ და მივხვდი რა ჯოჯოხეთიც გამოიარე, არ არის საჭირო ყველაფერის მოყოლა, ამისთვის მერეც საკმარისი დრო გვექნება. ადამიანების გარჩევა ცხოვრებამ მასწავლა, ვფიქრობ კარგი ადამიანი ხარ და ამიტომაც კინაღამ გაგსრისა საბოლოოდ ვერაგმა წუთისოფელმა.
ლალი - მართლა ასე ფიქრობთ?
უცნობი - ხო გენაცვა ასე ვფიქრობ, ახალი აღთქმა წაგიკითხავს? –ლალი თავს უქნევს თანხმობის ნიშნად - გახსოვს უფალმა გზიდან აცდენილი, გარყვნილი, საკუთარი ხორცით მოვაჭრე მარიამ მაგდანელი როგორ შეიწყალა და ახალი ცხოვრება აჩუქა?
ლალი - ხო მახსოვს.
უცნობი - ხოდა იცოდე უფალი ჩვენთან არის სულ, მთავარია გული გაუხსნა და შემოიყვანო. ირწმუნო მისი, მოინანიო, შებრალებული და ნაპატიები იქნები თუ ეს შეძელი. უფალი შეგიმსუბუქებს იმ ტვირთს რომლითაც ჩემამდე მოხვედი, ციდან მიწაზე დავარდან სულ იოლია და წამში მოადენ ზღართანს, არანაირი ძალისხმევა არ დაგჭირდება ისე დაენარცხები ძირს. მაგრამ მიწიდან მაღლა აფრენას დიდი ძალა და ენერგია ჭირდება, რადგან ძალიან დამძიმებულები ვართ მიწიერი სხეულით და თუ მისგან არ განვთავისუფლდით ვერასოდეს შევძლებთ ზესვლას.
ლალი - ძალიან მრცხვენია ჩემი თავის, მეგონა სული დავკარგე და ვეღარასოდეს დავიბრუნებდი მას.
უცნობი - უცოდველი არავინაა, ჩვენ ყველანი ცოდვით ვიბადებით, გენში მოგვყვება, შენში დიდი გულია და დარწმუნებული ვარ უფლის ნათელი სხივი ახლაც ციაგებს შენს სულში.
ცოტა ხნით ორივენი ჩუმად არიან, მოხუცი თავზე ეალერსება ხელით.
ლალი - თქვენ რა გქვიათ?
უცნობი - ჩემი ნამდვილი სახელი დავკარგე, შენსავით ახალგაზდა, ცოტათი უფროსი რომ ვიყავი მაშინ, შენსავით დიდი შეცდომები დავუშვი მაგრამ სიკეთის ნიჭი არასოდეს დამიკარგავს. ერთმა ღვთისნიერმა კაცმა შემიფარა, გამომიხსნა ეშმაკის კლანჭებიდან და ახალი ცხოვრება დამაწყებინა. ყველაფერი წარსულს ჩავაბარე, დავივიწყე. იმ კაცმა დამარქვა ახალი სახელი მარიამი. მარიამი მქვია.
ლალი - მე ლალი მქვია სინამდვილეში არ ვიცი ვინ დამარქვა, მშობლები არ მყოლია. მგონი ჯობია სახელთან ერთად დავივიწყო ყველაფერი.
მარიამი - არ არის საჭირო. მე არავინ გამაჩნია, შენსავით უპატრონო ვარ -იღიმება. - ეს სახლი ორივეს გვეყოფა, მოვხუცდი უკვე და დამლაპარაკეც გამომიგზავნა ღმერთმა.
ლალი ლოგინზე ჯდება და მარიამს ეხუტება.
ლალი - თქვენი თავი კი მე მაჩუქა ღმერთმა.
მარიამი - სანამ ვიცოცხლებ ერთად ვიქნებით, შვილივით მეყოლები და ყოველივეს გასწავლი, დაგეხმარები სიმშვიდე მოიპოვო. ადგომა შეგიძლია? ხომ არ გაწუხებს კიდევ რამე?
ლალი - ცოტა სისუსტეს ვგრძნობ მაგრამ ადგომას და სიარულს შევძლებ, ტკივილით არაფერი მტკივა.
მარიამი - მაშინ ადექი და ჩაიცვი, დღეს კვირა ეკლესიაში წავიდეთ ჩემს მამოს გაგაცნობ, მერე იქვე ვისაუზმოთ და გავისეირნოთ მშვენიერი ამნდია. შენი სამოსი გავრეცხე აქ აწყვია სკამზე, კაბა ძალიან მოკლეა - იღიმის -ამით ტაძარში ვერ შეხვალ, მე მაქვს ლამზი კაბა და მგონი შენი ზომაა, ჩაიცვი, თუ არ მოგერგოს სხვა რამეს გამოგიძებნი.
ლალი - ახლავე ჩავიცმევ.
მარიამი - მეც გავალ მოვემზადები და დავბრუნდები.
მარიამი დგება და მიდის ლალი აჩერებს.
ლალი - დიდი მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ მართლაც ღვთისნიერი ადამიანი ხართ.
მარიამი - მადლობა უფალს შესწირეთ, მან შეგვახვედრა ერთმანეთს.
მარიამი ოთახიდან გადის, ლალი იცმევს შემდეგ ფანჯარასთან მიდის და ამბობს.
-საკვირველია ცხოვრება, მწარე, დაუნდობელი, მოულოდნელობებით აღსავსე, წამიერი გაელვება უსასრულო დროის დინებაში. სულ გვავიწყდება, რომ ჩვენ ვქმნით მას, ჩვენივე ხელებით ვაკოწიწებთ პატარ- პატარა კენჭებს და დიდ, უშველებელ პირამიდებს ვაგებთ თავის ლაბირინთებით, რომლებშიც თვითონვე ვიხლართებით, გამოსავალს ვკარგავთ და გვავიწყდება საიდან დავიწყეთ. თუმცა სულ თან დაგვყვება შემოქმედის ნათელი სხივი, რომლის დანახვაც ყველას გვიჭირს რატომღაც, რაც უფრო ღრმად შევდივართ მით უფრო სუსტდება და ფერმკრთალდება ჩვენივე არსის შეგრძნება, ისე ვართ გართულები ამქვეყნიურის შენებით, გამდიდრებით, დამკვიდრებით, რომ სულ მთელი სხეულით ვეკვრით მიწას და მთავარი, ადამიანის სულიერი საწყისი გვავიწყდება. გვავიწყდება ის ღირებულებანი რაც ადამიანებად გვაქცევს, ღვთის ხატად, ზებუნებრივის მსგავსად. ერთმანეთს ხელებში შევყურებთ და ყოველთვის რაღაცას გამოველით, ყოველთვის სხვებზე კარგი გვინდა ვიყოთ, გავუსწროთ და უზრუნველი ცხოვრება მოვიწყოთ. ამასობაში უამრავ შეცდომას ვუშვებთ, რომლებსაც არც ვნანობთ ისე ვეგუებით და ცხოვრებას ვაბრალებთ ყოველივეს ჩვენივე ნამოქმედარს და შექმნილს, ჩვენივე შეკოწიწებუბულს. ახლა ვფიქრობ, როგორც არ უნდა შეცდე, რამხელა ცოდვაც არ უნდა ჩაიდინო მაინც არსებობს ხსნა. არსებობს ის მომენტი, როცა შეგიძლია შეჩერდე და თავიდან დაიწყო ცხოვრების შენება უკვე სულიერ ფასეულებებზე. გულს უნდა მიენდო, უნდა მოუსმინო მის ჩურჩულს, მის ძახილს და მითივე უნდა შეიყვარო სიკეთე, სათნოება, ზნეობა, სიმართლე და უფალი რომელმაც გვიხსნა სამუდამო წარწყმენდისგან, განადგურებისგან, ცოდვებისგან და ყოველ ჩვენგანში დაივანა, პატარა მოელვარე მარგალიტად, ის არის სწორედ გულის ხმით, რომ გვახსენებს თავს, რომ გვევედრება, გაახილე თვალები თორემ ასე ბრმად მავალი ხრამში გადაიჩეხები. შეიყვარე სიცოცხლე გადაარჩინე და არასოდეს დანებდე სიკვდილს, შეიყვარე სხვები, უთანაგრძნე, მოეფერე და გაუფრთხილდი თვითოეულს. შეეცადე სიყვარული, სითბო, სიბრალული, თანაგრძნობა ასწავლო სხვებს შენივე საქციელით და არა ცარიელი სიტყვებით. ნუ მოგერიდებათ უთხრათ ერთმანეთს თუ როგორ გეძვირფასებათ და გიყვართ ისინი. ეს არის ჭეშმარიტი სიცოცხლე რომლისთვისაც ვართ მოვლენილნი და დროა ჩამოვიშოროთ მიწიერი ნიღბები, სიკეთის გზით ვიაროთ, სიყვარულის სურნელით ვისუნთქოთ რათა არასოდეს დავკარგოთ საკუთარი თავი, რათა სულ გვახსოვდეს მიწას კი არ ვეკუთვნით, რომელზედაც ვართ მიკრობილნი, არამედ ცას რომლისკენაც უსასრულოდ მიილტვის ჩვენი სული.
მარიამი შემოდის ოთახში და მოალერსე თვალებით შეცქერის ახალ კაბაში გამოწყობილ ლალის.
მარიამი - ჩემო გოგონა, როგორ გიხდება ახალი კაბა.
ლალი - მადლობა, თქვენც არაჩვეულებრივად გამოიყურებით.
მარიამი იღიმება - რაღა დროს ჩემი ასეთებია.
ლალი - თქვენ მე სიცოცხლე ახლებურად მაგრძნობინეთ, მე თქვენ...
მარიამი - ჭეშმარიი სიცოცხლე იქ იბადება სადაც ახლა მივდივართ. გამომართვი თავსაბურავი მოგიტანე. ხომ ლამაზია.
ლალი - კი, ძალიან მომწონს.
მარიამი - წავიდეთ მალე სანამ წირვა დაწყებულა.
ლალი - წავიდეთ მე მზად ვარ, ჩემი გული ღიაა და უკვე ვგრძნობ როგორ ივსება სინათლით.
ორივენ მიდიან ტაძარში.image
















0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0