x
image
t.x.
ქალი, რომელიც გარდაცვლილი შვილის გაცოცხლებას გეგმავს
imageჯუნა დავითაშვილის სახელი ბევრი ადამიანისთვისაა ცნობილი. ის ასურელი ნათელმხილველია, დაიბადა ყუბანში, გათხოვდა თბილისში და დავითაშვილიც სწორედ მისი ქმრის, ვიქტორის გვარია. 30 წელზე მეტია, ცხოვრობს მოსკოვში. ჰყავდა ერთი შვილი-ვახტანგი. ვახტანგი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ექსტრასენსი ვერაფრით ურიგდება ვაჟიშვილის - ვახოს გარდაცვალებას. როგორც ამბობს, ის მასზე სულ ფიქრობს და თამამი განცხადებაც კი გააკეთა იმის შესახებ, რომ ვაჟიშვილის გაცოცხლებას აპირებს.

რასაკვირველია, ეს ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ არც იმის დავიწყება ღირს, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქის დროს, ჯუნა თავის ბიოველის მოქმედებით ის მკვდარ, იზოლირებულ გულებსაც ამუშავებდა. მართალია, ეს არა ადამიანთა, არამედ ბაყაყებისა და კურდღლების გულები იყო, მაგრამ მაშინ ამ ფაქტმა ყველა გააოცა. სწორედ ამიტომ აქვს ჯუნას იმედი, რომ ვახოს გააცოცხლებს - ექსტრასენსი და მკურნალი აცხადებს, რომ ამ დრომდე გრძნობს ვახოს „სხეულის ფეთქვას“ და აქედან გამომდინარე, მისი გაცოცხლებაც შესაძლებლად მიაჩნია.

ბევრმა ისიც გაიხსენა, რომ ჯუნას ვაჟსაც ჰქონდა ადამიანთა განკურნების ნიჭი, როგორც დედამისს. როგორც ჩანს, დედამ იცის, რომ მისი შვილის სხეულიც განსაკუთრებულია. სწორედ ვაჟიშვილის გაცოცხლების იდეით ცოცხლობს ჯუნა დღეს და იმ დღეს ელოდება, როცა ვახო ისევ მის გვერდით იქნება.


შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ქალს, რომლის სახელიც მრავალ სტატუსებს და რეგალიებს ითვლის-ალტერნატიული მედიცინით მკურნალი, ექსტრასენსი, ასტროლოგი, ექიმი, პროფესორი, კიბერნეტიკოსი, აკადემიკოსი, მხატვარი, კომპოზიტორი. იქნებ არც ადამიანის გაცოცხლება იყოს მისთვის შუძლებელი...

0
771
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
771
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0