საზოგადოება ტაბუდადებული თემა 2013, 17 თებერვალი, 15:14 ფაშიზმი (ყოველგვარი გამოვლინებით)___ ნებისმიერი სხვა აზრის, სხვა განმასხვავებელი ნიშნის მქონე ადამიანების მიმართ არის სისასტიკის, სიძულვილის, დამცირების და სიკვდილის აღსრულების გამოვლინება. ფაშიზმის საფუძველია ყალბ და ფანატიურ იდეებზე დაფუძნებული ცხოველური ინსტიქტები. ინსტიქტის კარნახია: რომ ეს_სხვა (ნებისმიერი გამოვლინებით)__მტერია. მტერი კი მათი გაგებით ან რობოტად უნდა აქციო ან გაანადგურო. ამ დროს მტრის განსაზღვრება ყველას შეიძლება მოეძებნოს. ნებისმიერს შეიძლება აღმოუჩინო ხარვეზი. ფაშიზმმა შეიძლება ჩვენი განუმეორებელი და მშვენიერი სამყარო შხამიანი ობობების ქილად გადააქციოს. მისი გზა__ცივილიზაციის და კულტურის დასამარების გზაა. მას კვებავს უტოპია__ნახშირით დათხვრილი ფაშისტური რეტრობანაკებისა. “ ნიურბერგის პროცესმა" დამნაშავედ სცნო გესტაფო და სხვა ხელმძღვანელი ნაცისტური პარტიები თავის დროზე. ....მაგრამ ახლა ფაშისტები ახალი სახელებით ცხოვრობენ და მოქმედებენ და მზად არიან გამოავლინონ საკუთარი ძალა: დამცირებით, სისასტიკით, ადამიანის სულიერი და ფიზიკური გატეხვით და სიკვდილით.... რა შეიძლება მას დავუპირისპიროთ?__ალბათ მეგობრობა, 138 2-ს მოსწონს 1-ს არა
|