ბათუმი, რომ განებივრებულია მსოფლიო დონით
ვარსკვლავებით, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. მორიგი ვარსკვლავი ელტონ ჯონია, რომელიც 17 ივნისს თავის (მამაკაც) მეუღლესთან ერთად ჩამოვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონი აღარ ჩამოვიდოდა, მაგრამ როგორც ჩანს ჩამოდის. ალბათ ჯონის ფანები მის ორიენტაციას არ მიაქცევენ, მაგრამ რას იზავენ დანარჩენები ვინც უბრალოდ არაფრისთვის მივა ჯონის მოსასმენად იმიტომ, რომ სხვა საქმე არ ექნება, ზოგიც კი ალბათ პირდაპირ ჯონის და მისი მეუღლის შეურაცყოფის მისაყენებლად. ჯონისთან ერთად იმღერებს კვლავ სოფო ნიჟარაძე. ჯონიმ ალბათ არ იცის რამდენად ტოლერანტულია ჩვენი ქვეყანა მისი ორიენტაციის მამაკაცებისადმი. ალბათ ახალგაზრდების ნაკლებობა იქნება მოედანზე, რადგანაც ახალგაზრდოაბს ნაკლებად ხიბლავს მისი მუსიკა და ბევრმაც, დაანება მისი სიმღერების მოსმენას თავი მისი ორიენტაციის გამოც. ზოგიც ამბობს არ ვუსმენო და შეურაწყოფას აყენებს ჯონის, მაგრამ მარტო დარჩება თუ არა მაშვინე ჯონის უსმენს. იყო ლაპარაკი საქართველოში ემინემის ჩამოყვანაზე, მაგრამ როგორც ჩანს ემინემს ჯონი ამჯობინებს, ალბათ ვერ იტყვიან ემინემი ძალიან ძვირი ჯდებაო, რადგან არც ჯონი ღირს იაფი. არადა ხალხს ძალიან უნდა (ახალგაზრდობას) ემინემის ჩამოყვანა და ხილვა საქართველოში, ამის გამო სოციალურ ქსელ ფეისბუქში ხალხსაც აგროვებენ, რომ დაანახონ თუ რამდენი ითხოვს მის ჩამოყვანას. დავუბრუნდეთ ჯონს, 100% ით ჩამოვა თუ არა ჯონი 17-ში ეს ალბათ თავად ჯონმაც არ იცის, მაგრამ როდესაც უკვე რიცხვს და თვეს ამბობენ ესეიგი ჩამოვა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ვარსკვავების ჩამოყვანა საქართველოს ეხერხება.