სხვა სასარგებლო რჩევები 2013, 15 თებერვალი, 15:19 1.თეთერი პური მალე ობდება, მას არც სიცივე უყვარს, უმჯობესია ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურა. 2.პურს რომ გადაიღებთ, ლუკმებად ნუ დაჭრით, ნურც მოკბეჩთ, ხელით მოტეხეთ და ისე ჩაიდეთ პირში. 3.პური არ დაობდება, თუ მას შეინახავთ თავდახურულ ფაიფურის ჭურჭელში, რომლის ფსკერზე ნედლი კარტოფილის ფოთლები ან მცირეოდენი კარტოფილი იქნება მოთავსებული. 4.ჭურჭელში რომელშიც ინახება პურის ან მჭადის ფქვილი ან ბურღული, მოათავსეთ რამდენიმე კბილი კანშემოცლილი ნიორი. 5.თუ ქვაბში პურთან ერთად შევდებთ ვაშლს, პური აღარ გახმება, სპეციფიკურ არასასიამოვნო სუნს აღარ მიიღებს. 6.პური გაჭრისას რომ არ დაიფხვრას, რამდენიმე საათით მაცივარში შეინახეთ. 7.თევზის და ხახვის სუნი ადვილად სცილდება ხელებს მარილიანი წყლის გადავლებით. 8.თევზის არასასიამოვნო სუნი ხელებსა და ჭურჭელს ადვილად მოცილდება, თუ ძმრით დაიბანთ და გარეცხავთ. 9.ჩანგლებს და კოვზებს თევზის არასასიამოვნო სუნი მოსცილდება, თუ გარეცხვის წინ კარაქის ნაჭრით ან ლიმონის ახალი კანით გახეხავთ. 10.ჭურჭელი, რომელშიც თევზეულის კერძები მომზადდა, კარგად გახეხეთ ქაღალდის ხელსახოცით ან საშრობი ქაღალდით, ცივი წყალი გამოავლეთ, მერე თბილი წყლითა და საპნით გარეცხეთ წყალს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი, ძმარი ან ხმელი მდოგვი. 5.საჭმელად ვარგის თევზს უნდა ჰქონდეს გადმოკარკლული თვალები, გამჭვირვალე რქოვანი კანი, ღია წითელი ფერის ლაყუჩები, გამჭვირვალე ლორწო, პრიალა ქერცლი, მკვრივი კუნთოვანი ქსოვილი. ხორცი ძნელად უნდა ცილდებოდეს ძვალს, თითის დაჭერით წარმოქმნილი ღრმული უნდა სწორდებოდეს, ნახარში უნდა იყოს გამჭვირვალე, სასიამოვნო სუნის. 224 13-ს მოსწონს
|