საზოგადოება ლიკა ყაზბეგის და პატიმრის სიყვარულის ისტორია. 2013, 14 თებერვალი, 9:06 დღეს 14 თებერვალს, წმინდა ვალენტინობის დღეს, შედგება სამოდელო სააგენტოს სააგენტოს ხელმძღვანელის ლიკა ყაზბეგის და რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების პატიმრის გიორგი ჯელაძის ქორწილი.ლიკა დიდი ხანია იცნობდა გიორგის, თუმცა რომანი არ ჰქონიათ. " ალბათ, დრო იყო საჭირო, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივსულიყავით. როდესაც გავიგე, რომ ციხეში იმყოფებოდა, სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველს, ქალბატონ ლალი მოროშკინას ვთხოვე დახმარება, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი გადაწყვეტილების განხორციელებაში. ლალი ჩვენი მეჯვარე იქნება."-განუცხადა ლიკამ საქინფორმი -ის კორესპონდენტს.ხელისმოწერა და ქორწილი საპატიმროში შედგება, პატიმრის ხელისმომკიდე ციხის დირექტორი იქნება.ცერემონიალის გადაღების უფლება ექსკლუზიურად ტელეკომპანია "მაესტროს" ექნება." მთელი ციხის ადმინისტრაცია საქმის კურსშია და ყველა ძალიან დაგვეხმარა. ლალი მოროშკინამ ბატონ სოზარ სუბარს, რომელიც შემთხვევით შეგვხვდა, ჩემი თავი გააცნო სარძლოს რანგში (იცინის). ყველა ძალიან გახარებული შეხვდა ამ ამბავს, რადგან იმ ავადსახსენებელი ციხის კადრების შემდეგ ჩვენი ქორწილი ერთგვარი დადებითი მოვლენა იქნება."-დასძინა ინტერვიუში ლიკამ. მინისტრის ხელშეწყობით ლიკა თაფლობის თვეს ციხეში გაატარებს.აღსანიშნავია, რომ გიორგის მალე ამინისტია შეეხება და ციხიდან განთავისუფლდება. 979 7-ს მოსწონს
|