x
image
K.P.
ირაკლი ალასანიამ დუბაიში გიგი უგულავას ცოლთან და მის დაქალებთან ერთად იმგზავრა? როგორ აფასებს ამ ფაქტს ალასანიას მეუღლე?

imageსკანდალი ირაკლი ალასანიას გარშემო დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გაკიცხა, შემდეგ კი ვიცე-პრემიერის პოსტიდან გაათავისუფლა.გავრცელებული ინფორმაციით პრემიერმა ალასანიას საკუთარი პარტიის შიგნით გამართული მოლაპარაკებები არ აპატია, როგორც ამბობენ, ალასანია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კოალიციის გვერდის ავლით გეგმავდა.imageimage







გავრცელებული ჭორის მიხედვით, ირაკლი ალასანიამ დუბაიში გიგი უგულავას ცოლსა და მის მეგობრებთან ერთად იმგზავრა. სწორედ ამ ყველაფერზე სთხოვეს პრემიერ-მინისტრს კომენტარი გაეკეთებინა. ბატონმა ბიძინამ მომხდარი ფაქტი არ უარყო:image
"მართლაც მქონდა მთავრობის სხდომაზე დუბაისთან დაკავშირებით შეკითხვა. მქონდა სხვა კითხვებიც, მაგრამ ამ თემის აჟიტირება არ მინდა, რამდენადაც ისეთი არაფერი მომხდარა. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, ჯერ ახალგაზრდაა, ირაკლის პატარა რაღაც შეეშალა, ეს პირადული საკითხია და პირადულში არ შევდივარ."image

მაგრამ ეს ყველაფერი როდია, პრემიერმა კიდევ ერთი სკანდალური განცხადებაც გააკეთა: ""სხვათა შორის, ასეთი პრეცედენტი მოხდა არჩევნების დროს, ვიღაცას გუნდიდან რაღაც ფილმები გადაუღეს და გაწბილებულები იყვნენ, როგორ დავენახოთო. მე დავაწყნარე, ეს ჩემი საქმე არაა, თქვენს მეუღლეებს დაელაპარაკეთ-მეთქი.ზოგიერთი ჩემი ახლობელი ღალატობს მეუღლეს."image

ამ ყველაფერზე ირაკლი ალასანიას ცოლმაც გააკეთა კომენტარი. ქალბატონი ნათია ფანჯიკიძე საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე წერს:"მინდა, პიროვნულად ჩემთვის საკმაოდ თავხედური განცხადება გავაკეთო. ირაკლი ალასანია არის წესიერი ადამიანი, შეიძლება, ამბიცია აქვს და ჩემი აზრით, ამაში ცუდი არაფერია. იყავით კორექტულები და "მე ვიტყვი და იმან თავი იმართლოს" - პრინციპი ყველასთან არ მუშაობს".image

ირაკლი ალასანიას მეუღემ მომხდარ ფაქტზე განცხადების გაკეთება არ ისურვა. სკანდალის შემდეგ ნათია და ირაკლი მანანა დუმბაძის წიგნის პრეზენტაციაზე ერთად გამოჩნდნენ და ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდნენ.

საინტერესოა სინამდვილეში რა ხდება ალასანიების ოჯახში?
imageimage

0
2862
8-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2862
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0