x
image
ტორნადო07
სამუდამო სიყვარული, სიკვდილამდე და მას შემდეგ
imageტიბეტში ხშირად მოისმენთ ისტორიას ორი შეყვარებულის შესახებ, რომლებიც მდინარესთან შეხვდნენ და ისე შეუყვარდათ ერთმანეთი, რომ სიკვდილმაც კი ვერ დააშორა ისინი. მათ ყოველ დღე მდინარესთან თავისი იაკები მიჰყავდათ და ერთ დღეს გადაწყვიტეს გამოლაპარაკებოდნენ ერთმანეთს.


იმ დროში რაც გავიდა პირველ და მეორე შეხვედრას შორის მათ სამუდამოდ შეუყვარდათ ერთმანეთი. უზომო სიყვარული რამოდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნებისმიერ ურთიერთობას აქვს თავისი ნეგატიური მომენტი. ისინი შიშით ელოდებოდნენ თავისი სიყვარულის შედეგს.


საქმე იმაშია, რომ ტიბეტში ყველა დაუგეგმავი კავშირი სირცხვილად ითვლება და ქორწინება ბავშვობიდანვე იგეგმება მშობლების მიერ. ამიტომ შეყვარებულებს თავისი გრძნობების დამალვა უხდებოდათ.


ერთ დღეს ყმაწვილი შედარებით ადრე მივიდა მდინარესთან და ძალიან აღელვებული იყო. მან თავის სატრფოს საოჯახო ძვირფასეულობა, ფირუზისქვიანი ვერცხლის საყურე გადასცა. გოგონამ იცოდა, რომ ამ საჩუქრის მიღების შემთხვევაში ის ყმაწვილს სამუდამო სიყვარულს ეფიცებოდა, მაგრამ მან ეს გააკეთა, რადგან ძალიან უყვარდა ის. გოგონამ თმები გაიშალა, რომ ყმაწვილს თმებში ჩაექსოვა საყურე. ამით გოგონამ მიიღო თავისი მომავალი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის.



იმ დროს დედები ძალიან ყურადღებით ადევნებდნენ თვალს თავის ქალიშვილებს, ამიტომ დედას არაფერი გამოჰპარვია. იმისათვის, რომ ოჯახისათვის სირცხვილი აეცილებინა, გოგონას დედამ გადაწყვიტა თავისი ვაჟი გაეგზავნა გოგონას სატრფოს მოსაკლავად. თუმცა დედამ იცოდა, რომ შვილი ამას არ გააკეთებდა და თვითონ მოკლა ყმაწვილი ესროლა რა მას ისარი.


როდესაც გოგონამ გაიგო სატრფოს სიკვდილის შესახებ მან მამას სთხოვა, რომ მის გასვენებაში მისვლის უფლება მიეცა. ყმაწვილი იწვა კრემაციისათვის განკუთვნილ დაფაზე, მაგრამ ვერავინ ვერ შეძლო ცეცხლის ანთება, მაშინ გოგონა მივიდა კოცონთან და შიგ თავისი მოსასხამი ჩააგდო. ცეცხლი მაშინვე აბრიალდა და გოგონაც კივილიტ გადაეშვა მასში თავის სატრფოსთან.


გოგონას დედას არ უნდოდა, რომ შეყვარებულები სიკვდილის მერეც ყოფილიყვნენ ერთად, ამიტომ მოიწვია შამანი, რომელმაც დააშორა სატრფოების ძვლები. დედამ დაიჟინა, რომ მათი ნეშტი მდინარის სხვადასხვა მხარეს დაესაფლავებინათ.


მალე მათ საფლავებზე ორი პატარა ხე გაიზარდა, რომლებიც ძალიან სწრაფად იზრდებოდნენ და მალე უზარმაზარ ხეებად გადაიქცნენ, რომლებიც თანდათან ერთმანეთისაკენ იხრებოდნენ. ხალხი ამბობდა, რომ ხეების ფოთლებში შეყვარებულთა ჩუმი ჩურჩული ისმისო. გოგონას დედამ უბრძანა მოეჭრათ ხეები, მაგრამ მათ ადგილას ყოველ ჯერზე ახალი ხე იზრდებოდა. ამით სატრფოებმა დაუმტკიცეს ერთმანეთს მუდმივი სიყვარული.


აფორიზმი თემაზე: "სიყვარულის ერთ საათში, მთელი სიცოცხლეა" ონორე დე ბალზაკი.

1
154
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
154
  
2013, 12 თებერვალი, 21:42
ყოჩაღ :)
0 1 1