საზოგადოება ეჭვი 2013, 12 თებერვალი, 18:36 ბევრი ადამიანი არც კი ფიქრობს იმის შესახებ თუ რამდენად ეჭვიანია იგი. ეჭვიანობის დონე შეიძლება გავიგოთ თუ გავივლით ფსიქოლოგიურ ტესტს: “ რამდენად ეჭვიანი ხარ?." ეჭვიანობა--ეს ჩვეულებრივ დაფარული ფორმაა ხასიათის და ვლინდება ორივე პარტნიორისგან მოულოდნელად.
თავის პარტნიორზე დაეჭვებულ ადამიანს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი გააჩნია. მაგალითად, წავიდეს საყვარელი ადამიანისაგან. ეჭვიანობის სცენები ხშირად ძალიან დამთრგუნველია. ყველაფერი ეს სერიოზულ სახეს იღებს მაშინ, როდესაც დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ხდება. ამიტომ არ შეიძლება ირონიით შევხედოთ ეჭვიან პარტნიორს. მცდარი აზრია: ეჭვიანობს--ესე იგი უყვარს. იგი უფრო გვაგონებს მესაკუთრეს, რომელსაც თავის საყვარელ ნივთთან განშორება არ სურს. ეჭვი შეიძლება წარმოიშვას სრულიად უსაფუძვლოდაც. უბრალოდ გარეშე ადამიანების საუბრებიდან. უსაფუძვლო ეჭვებით ბევრი ჭკვიანი ადამიანი იტანჯება. ეს ამცირებს, შეურაცყოფს და აუტანელს ხდის მას. მხოლოდ ბრძენმა და გამოცდილმა ადამიანმა შეიძლება დაუსვას საბოლოო წერტილი ეჭვიანობის სცენებს. ამის მაგივრად დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს საყვარელ ადამიანს. და არ შექმნას ის სიტუაცია, როდესაც მეტ საფუძველს უჩენს პარტნიორს ეჭვიანობისათვის. 42 4-ს მოსწონს
|