x
image
რედაქტორი
სუფრასთან ქცევის წესები

image

ჭამის კულტურა და ჰიგიენა ყველა ადანიანისათვის აუცილებელია, ყოველმა კულტურულმა ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს სუფრასთან.

სუფრას შემოვუსხდეთ მასშინ როცა მასპინძენი მოგვიპატიჟებს. ჭამის დროს ერთბაშად არ უნდა მოვკბიჩოთ დიდი ნაჭერი, არ ილაპარაკოთ მაშინ, როცა პირში ლუკმა გაქვთ, ჭამის დროს თუ რაიმეს შეგეკითხებიან, ჯერ საჭმელი გადაყლაპეთ, მერე გაეცით პასუხი.

ხელსახოცი მუხლებზე უნდა გავიშალოთ, არ არის საჭირო პირამიდასავით იდგეს ცხვირწინ, ტუჩების გაწმენდის შემდეგ მას მაგიდაზე ვაბრუნებთ.

წვნიანის კოვზი საწერკალამივით უნდა გვეჭიროს პირთან ახლოს, მაგრამ ნუ ჩაიდებთ მთლიანად პირში და ეცადეთ, არ წვეთავდეს.

კოვზს ფაფისათვის ან ნამცხვრისათვის ასევე ვიყენებთ, თეფშზე გადმოღებისას მას პატარა ჩანგალს ვახმართ. ჭამისას ყურადღება მიაქციეთ საჭმლის რაოდენობას და ნუ დაახვავებთ თეფშზე გორებს. ძვლები და კურკები შეუმჩნევლად გამოიღეთ პირიდან კოვზით ან ორი თითით და დააწყვეთ თეფშის კიდეზე. არ დაგრჩეთ თქვენი დანა ჩანგალი საერთო თეფშზე.

ჭამის დროს ცხელ კერძს არ დაუწყოთ სულის შებერვა, თეფშზე არ აკაკუნოთ, ჭამეთ უხმაუროდ, ხორცი ერთბაშად არ დაჭრათ პატარ-პატარა ნაწილებად.

ჭამის დამთავრების დროს ჭუჭყიანი დანა ჩანგალი დავდოთ არა სუფრაზე არამედ თეფშზე, ჩაის სმის დროს კოვზი ჭიქაში არ დატოვოთ, შაქარი რომ გადნება, იგი ლამბაქზე დადეთ კოვზი არ გალოკოთ. საპურედან პური აიღეთ არა ჩანგლით არამედ ხელით. არ დაიწყოთ ნაჭრების არჩევა საერთო ლარნაკიდან.

თევზის, ტოლმის, კატლეტისა ან ერბო-კვერცხის გასაჭრელად ჭამის დროს გამოიყენება არა დანა, არამედ ჩანგალი. ჭუჭყიანი თეფში დაუკითხავად არ დადოთ სხვის თეფშზე, არ დაიწყოთ მორთმეული კერძების მეტისმეტი ყურადღებით დათვალიერება, არ დაგავიწყდეთ მთელ მაგიდას, თუ რამე გსურს, მეზობელს სთხოვე მისი მოწოდება, არ თქვა-გავძეხიო. არ მიატოვო თანამესუფრენი ამ მიზეზით, ჭამის დროს გვერდზე სუფრა საჭმლით არ გასვაროთ და არ დაანაგვიანო იატაკი.

1
829
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
829
  
2013, 14 ნოემბერი, 15:28
ძალიან კარგი და ბევრის მომცემი სტატიები გაქვთ მომწონს
0 1 1