საზოგადოება შური 2013, 12 თებერვალი, 0:48 ხშირად ჩვენ ყველგან გვესმის: “ შენ ისეთი ყოჩაღი ხარ, ისეთი მაგარი ხარ, ისეთი ნიჭიერი ხარ, რომ მე თითქმის მშურს შენი _ თეთრი შურით!" თქვენ ფიქრობთ რომ ამ ფრაზაში არაფერია განსაკუთრებული: თეთრი შური-- ეს თეთრი შურია რომელშიც არაფერია რაიმე ბოროტი განზრახვა დამალული. დიახ!, რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი თეთრ შურს მსუბუქ მლიქვნელობად, ვითომ თაყვანისცემად აღიქვავს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის. შურს ფერი არ გააჩნია, არც შუქ-ჩრდილი. შური--შურია და ერთნაირია ის თავისი ბუნებით, და მას ზიანის და სამწუხარო შედეგების მეტი არაფერი მოაქვს. შურს ყოველთვის ფესვები აქვს და იზრდება იმ ნიადაგში, რომელსაც “სიძულვილი", “ბოროტება, " “ეჭვიანობა" ჰქვია. მას გააჩნია უნარი მიიყვანოს ადამიანი აფექტის მდგომარეობამდე და მკვლელობამდეც კი. შურს უნარი შესწევს ცილისწამების, ჭორების, ინტრიგის. ადამიანი რომელიც ასეთ მდგომარეობამდეა მისული, შეიძლება სრულიად მარტო დარჩეს, უმეგობროდ და თანამოაზრეების გარეშე.
შური--ეწინააღმდეგება ღვთის კანონებს, ეს --დიდი ბოროტებაა. მაინც საიდან მოდის შური?, როგორც წესი შურთ წარმატებული, ლამაზი, მდიდარი და ღირსეული ადამიანების. იგი არც ისე საშიშია თუ არ გამოდის წვრილმანი ჭორების და საუბრების ჩარჩოებიდან, მაგრამ თუ ადამიანი ყოველგვარ ზღვარს სცილდება ის პირდაპირ ეშმაკს უახლოვდება და საკუთარი შურით არა მარტო შურის ობიექტს ავნებს, არამედ საკუთარ თავსაც. შური ჭამს ადამიანის სულს, ანადგურებს და უზნეოდ აქცევს მას. სამწუხაროდ შურის განცდა შეიძლება კეთილ და წესიერ ადამიანსაც დაეუფლოს. ყველანი ჩვენ ადამიანები ვართ და სხვადასხვა ემოცია და განცდები გაგვაჩნია. ამიტომ, როდესაც საკუთარ თავში დავიჭერთ შურს მაშინვე უნდა უკუვაგდოთ და გადავერთოთ რაიმე კეთილ, ლამაზ და სასიამოვნო განცდაზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ჩვენთაგანი უნიკალური და განუმეორებელია, ყველას თავისი გზა და ისტორია აქვს. თვითოეული ადამიანი თავისი სიცოცხლის მანძილზე აღწევს ამა თუ იმ მიზანს. შესაძლოა სიმდიდრის, დამაბრმავებელი სილამაზისა და წარმატებების მიღმა ღრმად უბედური ადამიანი იმალებოდეს და არ ღირს მისდამი შური. თუ თქვენ მოიშორებთ შურის განცდას თქვენ იგრძნობთ რა სიმძიმე ჩამოცილდება თქვენს სულს. მოდი თქვენს გულებში მუდამ მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და სათნოება ცოცხლობდეს!!! 1226 6-ს მოსწონს
|