x
image
აჩიკუნა
გაქნილთა სექტა
image 1963 წელს ლონდონში, რონ ჰაბარდის საენტოლოგიის ინსტიტუტში შეხვდნენ ერთმანეთს რობერტ მური და მერი ენ მაკლინი. მალე წყვილისთვის ნათელი გახდა, რომ საკმაოდ ჭკვიანები და დამოუკიდებლები იყვნენ საიმისოდ, რომ ჰაბარდის მიმდევრებად დარჩენილიყვნენ. 1964 წელს მათ იქორწინეს, გვარად აირჩიეს არისტოკრატიულად მჟღერი დე გრიმსტონი და საენტოლოგიის ინსტიტუტი დატოვეს. ცოლ-ქმარმა შეიმუშავა სისტემა, რომელიც ფროიდისტ ალფრედ ადლერის იდეებს ემყარებოდა. ამ უკანასკნელს მიაჩნდა, რომ ადამიანებს ამოძრავებთ ერთგვარი “დაფარული მიზნები", რომლებიც კვებავენ მათ ყოველგვარ ქმედებას. ამის საფუძველზე მერი ენმა შეიმუშავა მეთოდი, რომელსასც ეს მიზნები ქვეცნობიერიდან ცნობიერში უნდა გამოეტანა. ეს სისტემა დიდ შესაძლებლობებს უხსნიდა მას, რადგან თუკი ადამიანი შეძლებს მართოს საკუთარი და სხვისი დაფარული მისწრაფებები, მაშინ ის შეძლებს განუსაზღვრელი ძალაუფლების მოპოვებას, ანუ ფაქტობრივად, მოიპოვებს ღვთაებრივ ძალას.

დასაწყისისთვის გრიმსტონებმა თავიანთი მეთოდი რამდენიმე მეგობარზე გამოსცადეს. შედეგით აღფრთოვანებულმა მერიმ გახსნა კურსები, სადაც მის სისტემას ეუფლებოდნენ ისინი, ვისაც სურდათ ზეადამიანური შესაძლებლობების მიღწევა. მსმენელთათვის სოლიდური გადასახადი დაწესდა. კურსებზე ძირითადად შემოქმედებითი პროფესიების მქონე ხალხი მივიდა. სწორედ ისინი იქცნენ მომავალი სექტის ბირთვად. მოგვიანებით სექტას “საშინელი სამსჯავროს ეკლესია" დაერქვა.

მალე აღმოჩნდა, რომ სექტანტები (30 კაცი) განიცდიდნენ ჯგუფურ “მენტალურ" ეფექტებს - ხედავდნენ ერთნაირ სიზმრებს, ერთნაირი ჰალუცინაციები ჰქონდათ. მერი ენს შეეძლო სიზმრის თემაც კი შეეკვეთა მათთვის. ვთქვათ, ასე: “ამაღამ ჩვენ ედემის ბაღში ვისეირნებთ". და მართლაც, სიზმარში მოსწავლეები ადამისა და ევას როლს ასრულებდნენ, შიშვლები დასეირნობდნენ ულამაზეს წალკოტში...

მერი ენი და მისი მიმდევრები ნამდვილად ფლობდნენ ჰიპნოზურ შესაძლებლობებს, ყოველ შემთხვევაში, მათ ადვილად შეეძლოთ ისეთი ადამიანების მართვა, რომელთაც ლაბილური ფსიქიკა ჰქონდათ.


“საშინელი სამსჯავროს ეკლესიის" ყველა წევრმა ძალიან მალე გაიუმჯობესა მატერიალური მდგომარეობა, მათი შემოსავლების დიდი ნაწილი კი გრიმსტონების ჯიბეში აღმოჩნდა. ერთ-ერთმა ერთგულმა ადეპტმა მემკვიდრეობით მიღებული მამული აჩუქა ეკლესიას. ამის შემდეგ მეცადინეობები იმ მდიდრულ მამულში მდებარე სასახლეში იმართებოდა. კარიბჭეს ამშვენებდა ეკლესიის ლოგოტიპი, რომელიც რობერტმა შეიმუშავა. ეს იყო ოთხი “T"-ს სავსტიკისებური სიმბოლო. სახლს 6 ნაგაზი იცავდა. გრიმსტონებმა განაცხადეს, რომ მათ “გაუსუფთავეს ქვეცნობიერი ქოფაკებს", რის შედეგადაც ძაღლები იოლად ცნობდნენ “ავისმოსურნეთ".

მალე სექტა იუკატანის სანაპიროზე დასახლდა. ცხოვრობდნენ ქოხებში, იკვებებოდნენ თევზით, ხილით და ოკეანის თბილ ზვირთებში ნებივრობდნენ. ცხოვრობდნენ ჰიპებივით, რომლებიც ბუნებაში დაბრუნებას ქადაგებდნენ. რობერტის თქმით, მათ მოახერხეს დასხლტომოდნენ “ვირთხების რასას" - ასე უწოდებდნენ ისინი ადამიანებს, ვინც არ მიეკუთვნებოდა მათ საზოგადოებას.

იუკატანის სანპიროზე რობერტმა პირველად გამოაცხადა, იესო ქრისტეს განსახიერება და ორთავიანი ღვთაების ვაჟი ვარო. გრძელი თმა-წვერით, სათნო, მეოცნებე გამომეტყველებით, სექტანტთა აზრით, ის მართლაც ჰგავდა იესოს.

და აი, 1967 წლის ივნისში სექტანტებს შესაძლებლობა მიეცათ თავიანთი “ზეადამიანური შესაძლებლობები" პრაქტიკულად გამოეცადათ. სანაპიროს საშინელი ქარიშხალი დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათსი 322 კმ-ს აღწევდა, ზეცა გაშავდა, ოკეანე აბობოქრდა. ქარიშხალი სამი დღე მძვინვარებდა. სანაპიროზე განადგურდა შენობები და გზები, ელექტროგადამცემი ხაზები. ასობით ადამიანი დაიღუპა, ათასობით დაშავდა. სექტანტები კი... გადარჩნენ. ქოხები ქარმა წაიღო, მათ კი ერთი ნაკაწრიც კი არ აღმოაჩნდათ. გარდა ამისა, რობერტს ქარიშხლის დროს საოცარი ამბავი შეემთხვა. იგი ქარბორბალამ აიტაცა, რომელიც ოკეანის თავზე მოძრაობდა. წამით რობერტმა თავიც კი გამოყო წყლის სვეტიდან და სანაპიროზე თავისი მეგობრები დაინახა. “ვიფიქრე, ჩემი სიცოცხლე ღვთის ხელშია-მეთქი და გამახსენდა, რომ ორთავიანი ღმერთის შვილი ვარ. მამაო, არ დამღუპო! - შევღაღადე ღმერთს", - ასე ჰყვებოდა თავის თავგადასავალს რობერტი. წამით მან გონება დაკარგა, როცა გონს მოეგო, უკვე სანაპიროზე იწვა.მერი ენი და დანარჩენი სექტანტები ირწმუნებოდნენ, რობერტი ციდან რბილად დაეშვა მიწაზეო... ჰოდა, ამ უჩვეულო ამბის შემდეგ, რომელიც მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთებმა აიტაცეს, სექტას ათასობით მიმდევარი მაწყდა.

ამ უჩვეულო, მაგრამ სექტანტებისთვის მეტად სასარგემლო შემთხვევის შემდეგ გრიმსტონები ლონდონში დაბრუნდნენ და ზარ-ზეიმით დააარსეს მისია, რომლის სიმბოლო ორთავიანი ღვთაება იყო. იგი ერთდროულად სიყვარულსა და დაუნდობლობას განასახიერებდა. ღმერთს მენდესი უწოდეს. მისიის ახლოს გახსნეს ბარი, რომელსაც “სატანის გამოქვაბული" ეწოდა. ბარში ახალგაზრდები დადიოდნენ, რომლებმაც მალე გადაინაცვლეს გრიმსტონების სექტაში. იმხანად რობერტს “ღვთაებრივი ხილვები" მოეძალა, რომელთაც დიდი გატაცებით უამბობდა მსმენელებს. მის ლექციებს სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი ესწრებოდა.

1971 წელს კი მერი და რობერტი საიდუმლო ვითარებაში გაქრნენ. გაჩნდა ათასგვარი ჭორი. ამბობდნენ, ისინი სექტის შეშლილმა წევრმა დახოცაო, წყნარი ოკეანის უკაცრიელ კუნძულზე დასახლდნენო, ყველაზე ფანტასტიკური ვერსიით კი სექტის დამფუძნებლები ღმერთებად იქცნენ და მაღალ სფეროებში განისვენებენ. “საშინელი სამსჯავროს ეკლესია" იატაკქვეშეთში გადავიდა. ზოგიერთი ჟურნალისტი ირწმუნება, სექტა ახლაც განაგრძობს არსებობას და მისი წევრია ბევრი გავლენიანი პოლიტიკოსი, რომლებმაც გავლენას ადამიანთა მანიპულირებით მიაღწიეს.

13
197
5-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
197
  
2014, 8 იანვარი, 0:41
გეთანხმები
2014, 8 იანვარი, 0:37
ეშმაკსაც აქვს ძალა და ცრუ სასწაულების წყალობით სუსტები მოექცნენ მისი ზეგავლენის ქვეშ, იმდენადაა გაზარმაცებული ადამიანი, ჭკუას წიხლი მიაჭიროს ეზარება.
2014, 8 იანვარი, 0:21
არასდროს მსმენია, რომ იუდეველები პენტაგრამას იყენებდნენ.
2014, 8 იანვარი, 0:15
ძლივს თანამოაზრე ვიპოვე :) და მე მაბრალიდნენ წიგნი არ გაქვს წაკითხული რაღაცებს იგონებ აქო
2014, 8 იანვარი, 0:14
პენტაგრამაა დიდი ხანია ანტიქრისტიანული, სატანური სიმბოლა. სხვა საქმეა აღიარებ თუ არა მის მნიშვნელობას.
2014, 8 იანვარი, 0:09
არა არ არევია,ერთი ოცი კაცი დამესია რა ცრუ ინპორმაციას ავრცელებო )
2014, 8 იანვარი, 0:07
შეეშალათ, ალბათ დავითის ვარსკვლავში აერია, რადგან ორივეს ვარსკვლავის ფორმა აქვს. ებრაელების სიმბოლო დავითის ვარსკვლავია.
2014, 8 იანვარი, 0:03
და აი ნახე რას მიმტკიცებდნენ (პენტაგრამა პირველი ნიშანი იყო რომლითაც განდევნილი იქნა დემონი

პენტაგრამა თავდაცვითი მიზნით გამოიყენება დღესაც იუდეველებში) ლამის მცემეს ეგ საიდან მოიტანე რო სატანისტურიაო
2014, 7 იანვარი, 23:59
კი რათქმაუნდა, პენტაგრამას იყენებენ რიტუალების დროს როგორც სიმბოლოს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10