საზოგადოება ცემა-ტყეპა ქართულად-ვიდეო და ფოტოკოლაჟი. 2013, 9 თებერვალი, 10:20 გუშინ, 8 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი აპირებდა სიტყვით გამოსვლას ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დაახლოებით საღამოს 5 საათზე იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც აპირებენ, რომ პრეზიდენტის გამოსვლას მოუსმინონ, მათივე თქმით ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, გადაკეტილია ქაშუეთიდან კოლმეურნეობის მოედნამდე გზა, პარალელურად ბიბლიოთეკის წინ იკრიბებიან ყოფილი პოლიტპატიმრები და 26 მაისს დაზარალებული პირები, მათი სურვილია გააპროტესტონ სააკაშვილის გამოსვლა, აქციის მონაწილეებს მალე უერთდება ჯაბა ჯიშკარიანი, სამეგრელოს გუბერნატორის, ბეჟან გუნავას გამოჩენის შენდეგ მღელვარებამ მოიმატა, პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც "ნაციონალური" მოძრაობის წვერები გამოჩნდნენ, კერძოდ გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და სხვები.შ.ს.ს.-მ პრეზიდენტ სააკაშვილს შესთავაზა ბიბლიოთეკაში ალტერნატიული შესასვლელით ესარგებლა, მაგრამ მან უარი განაცხადა, საბოლოოდ პრეზიდეტმა საზოგადოებას პრეზიდენტის სასახლიდან მიმართა.ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ დაზიანდნენ ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები. 60 2-ს მოსწონს
|