x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მსოფლიოს მხნელი", მოვლენილი "სირიუსიდან".

image11 წელი მიუსაჯა ნოვოსიბირსკის რაიონულმა სასამართლომ კონსტანტინე რუდნევს, "მსოფლიოს მხსნელს, "მრავალათასიან სექტა"აშრამ შამბალას" დამაარსებელს.ეს გახლდათ ტოტალიტარული ორგანიზაცია, სადაც იმართებოდა სექსუალური ორგიები და ნარკოტიკების მიღება. ყველაფერი კი 1989 წლიდან დაიწყო, როდესაც ყოფილმა მეფოლადემ გადაწყვიტა ფოლადის გამოწრთობის მაგივრად ადამიანთა სული და გონება "გამოეწრთო" ისე, მას როგორც სურდა.სექტას მან "აშრამ შამბალა"უწოდა და თავის თავი "მსოფლიოს მხსნელად", მუნის ავატარად", "ბრძენი ღმერთკაცად" გამოაცხადა, რომელიც "მოვლენილია სირიუსიდან".ის, რაც ხდებოდა სექტის შიგნით ცნობილია სამართალდამცავებისთვის, არსებობს უამრავი ვიდეომასალა, სექსუალური ორგიები, ნარკოტიკები, ჩხრეკის დროს აღმოჩენილი იქნა ფსიქოტროპიული პრეპერატები.სექტას ციმბირის ქალაქების გარდა გააჩნდა ფილიალები მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, imageსექტის სემინარები იმართებოდა ა.შ.შ-ში, ევროპაში, ბალტიის ქვეყნებში, ბრაზილიაში, არგენტინაში და ა.შ.სექტაში გაერთიანება და "მსოფლიოს მხსნელის" "გაკვეთილები" თავიდან უფასოimage იყო, იმისთვის, რომ მოეზიდათ ხალხი, შემდეგ უკვე ორგანიზაციაში ღრმად შეტოპვა ახალ წევრს რამდენიმე ათასი დოლარი უჯდებოდა.მთავარი მოთხოვნა იყო უარი ეთქვა ყველა მატერიალურ ფასულობაზე და გაემიჯნო მშობლებს და ოჯახს. აღსანიშნავია, რომ როდესაც სექტის ლიდერი დააკავეს, მათთან ერთად პოლიციაში სექტის ათეულობით წევრი მოხვდა, როგორც აღმოჩნდა, ბევრი მათგანზე ფედერალური ძებნა იყო გამოცხადებული, ისინი ოჯახის მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ.რუდნევი აქამდე სამჯერ იყო დაკავებული, თუმცა მისი ციხეში გაგზავნა ვერ მოხერხდა, რადგან სექტის წევრები ყოველთვის უარს ამბობდნენ მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თვითონ კი თავს დამნაშავედ არ ცნობდა.ამჯერად ბრალდება საგანგებოდ მოემზადა და რუდნევის წინააღმდეგ უამრავი ფაქტი მოიპოვეს.როგორც იქნა ეს "სატანის მოციქული"11 წლით გაუშვეს ციხეში. image

0
387
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0