x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135771
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510148
ირაკლი ოქრუაშვილს დღეს შესაძლოა ბოლო ბრალდებაც მოეხსნას

image- ირაკლი ოქრუაშვილს დღეს შესაძლოა ბოლო ბრალდებაც მოეხსნას. საქალაქო სასამართლოში სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმის განხილვა, დღეს, 14:00 საათზე გაგრძელდება. პროცესზე მხარეთა კამათი გაიმართება, რომლის შემდეგაც დაცვის მხარე უკვე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვს. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე ადვოკატების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს საქმის განხილვა სააპელაციო ინსტანციაში გაგრძელდება. ამ ფაქტს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ადასტურებს.


image- ზვიად კობახიძე (ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი): "დღეს ორ საათზე განახლდება პროცესი, ირაკლი ოქრუაშვილის ბოლო ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სამსახურეობრივ გულგრილობას. ბოლო სხდომაზე დანიშნულია მხარეთა კამათი, შესაბამისად დღეს მორჩება სასამართლო პროცესი. თუ პროკურატურის მხრიდან არ იქნება ბრალდება მოხსნილი, ჩვენ მოვითხოვთ გამამართლებელ განაჩენს. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ არავითარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობას, არ არსებობს. თუ არ დადგება გამამართლებელი განაჩენი, ჩვენ გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში.

1
25
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
25
  
2013, 17 აპრილი, 21:21
ახლა ვნახე.
0 1 1