x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
ოკუპირებულ აფხაზეთში ამოქმედდა კანონი რომლის თანახმადაც საცვლებით ქალაქში მოსეირნე ტურისტებს დააჯარიმებენ

image
ოკუპირებულ აფხაზეთში ხვდებიან თუ რა "ბომბი ჩაუდო" რუსეთმა მანდ აფხაზეთში სამხედრო ბაზების გახსნით, ნარკოტიკების პრაქტიკულად შეუზღუდავი მიმოქცევით და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების რუსეთის ბიუჯეტზე მიბმით.
საზოგადოება, მეტწილად აფხაზეთის ომში მონაწილეობა მიღებული თაობა ნელნელა გამოდის ძილქუშიდან და ხვდება, თუ რა მოხდა აფხაზეთში რეალურად, ხვდებიან რომ ქართველების და ათასობით სხვა ერის შვილების გამოძევება აფხაზეთიდან ემსახურებოდა არა აფხაზების კეთილდღეობას, არამედ ემსახურებოდა რუსულ ინტერესებს.

რუსეთმა ბევრჯერ სცადა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტად დაესვა თავისი კაცი, მაგრამ ხშირად ეს არ გამოუვიდა. არ გამოუვიდა როცა პრეზიდენტად ბაღაფში აირჩიეს, ბაღაფშს ქართველი მეუღლე ჰყავდა და ოჩამჩირელი იყო ანუ გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ ქართველებთან ბევრი რამ ჰქონდა საერთო, რისთვისაც გალის ქართველი მოსახლეობის მიმართ მუდამ ლოიალური იყო, ხოლო როცა რუსეთის მცდელობას, მიეტაცა ფსოუს გაღმა მდებარე აფხაზური სოფელი აიბღა წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს, რისთვისაც სამედიცინო ჩარევის აუცილებლობის გამო გაკეთებული მარტივი ოპერაციით მოიშორეს, უბრალოდ მოკლეს კაცი, დიაგნოზი ექსპერტიზამ კი შეგნებულად დაამძიმა.

არც ანქვაბი იყო მაინცდამაინც პრო რუსული პოლიტიკის გამტარებელი, რისთვისაც ორჯერ მოუწყვეს თავდასხმა როცა გუდაუთიდან სოხუმისკენ მიემართებოდა, მაგრამ გადარჩა. მოგვიანებით რუსეთმა მაინც შესძლო პრეზიდენტის სავარძელში ჩაესვა რაულ ხაჯინბა, რუსული სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერი.
თუმცა ხაჯიმბას ანტიაფხაზურმა ქმედებებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და ხაჯინბა შემდგომი ვადით პრეზიდენტად არ აურჩევიათ. ამჟამად პრო რუსული ორიენტაციის პრეზიდენტი ბჟანია პრეზიდენტობს ოკუპირებულ აფხაზეთში, თუმცა სულელი არაა და იცის ორმაგი თამაშით, რომ უნდა ითამაშოს, ცალკე რუსებს უნდა დაუთმოს და ცალკე აფხაზურ საზოგადოებას გაუწიოს ანგარიში.
სოფელი აიბღა კი რუსებმა უკვე მიისაკუთრეს, ახლა ბიჭვინთის ნაკრძალის ხელში ჩაგდება სურთ 49 წლით, ცალკე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვენ რუსეთთან მიერთებაზე, რაც ამბიციურ აფხაზებში აუცილებლად გამოიწვევს საპროტესტო რეაქციას.
ამჯერად კი საზოგადოების მოთხოვნით დე-ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უკვე ძალაშია. თითოეული აფხაზეთის მოქალაქე და ტურისტი, რომელიც საცურაო კოსტუმით გამოჩნდება ქალაქის ქუჩებში ან შორტებით, რომლის შიგნით არ ეცმევა ტრუსი, დაჯარიმდება 6000 რუბლით.
რეციდივის ანუ იგივე ფაქტის გამეორების შემთხვევაში კი უკვე 15 000 რუბლით დაჯარიმდება.

0
65
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
65