x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მშობლებმა ბავშვების თვალწინ ქუჩის მაწანწალა ფეირვერკით დაწვეს(ვიდეო)
image


ალბუკერკეს (შტატი ნიუ-მექსიკო, აშშ)პოლიციამ დააკავა მშობლები, რომლებიც საკუთარ ავტომობილში ანთებდნენ ფეირვერკებს და უსახლკარო მძინარე მაწანწალას ესროდნენ.თან ეს ხდებოდა მათი 2, 10 და 12 წლის ბავშვების თვალწინ.


11 ივლისის საღამოს ჯოშუა ბანავიდესი და აირინ ენრიკე თავიანთი იასამნისფერი ყველგანმავალით მიდიოდნენ და გზის პირას ტროტუარზე მძინარე მაწანწალა შეამჩნიეს.


ეტყობა "მოწყენილ" ცოლ-ქმარს გასართობი არაფერი ჰქონდა და გადაწყვიტეს მაწანწალასთვის ფეირვერკი ესროლათ.საწყალმა უსახლკარომ, რომელიც ინდიელი გახლდათ მიიღო ძლიერი დამწვრობა, იგი ორი კვირა იწვა რეამინაციაში .



პოლიციამ დაიწყო დამნაშავეთა ძებნა, სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალა ტელევიზიით აჩვენეს და მეზობლებმა იცნეს ავტომობილი, თანაც დასძინეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ მათ მანქანა თეთრად გადაღებეს.


თავიდან ცოლ-ქმარი უარყოფდა დანაშაულს, თუმცა შემდეგ გამოტყდნენ, დასძინეს, რომ მათ უბრალოდ ქუჩის მაწანწალის შეშინება უნდოდათ.


31 წლის ცოლ-ქმარს სამი პუნქტით წაეყენათ ბრალდება:სასტიკი მოპყრობა ბავშვების თვალწინ, სხეულის განზრახ დაზიანება დამამძიმებელ გარემოებაში და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია.ცოლ-ქმარს ციხე ელოდება ან სათითაოდ 100000$-ის გადახდა მოუწევთ თავისუფლების სანაცვლოთ .

image



1
1115
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1115
  
2015, 28 ივლისი, 10:03
შერყეულები
0 1 1