ადმინისტრაციული 10 ყველაზე უცნაური კანონი მთელი მსოფლიოდან 2023, 23 იანვარი, 11:22 1. ალიასკაზე არ შეიძლება ცხენირემს დაალევენო ალკოჰოლი .
ამ უცნაური კანონის მიხედვით, ალიასკაში, ფეირბენკსში, ალკოჰოლური სასმელების მირთმევა აკრძალულია ლოსისთვის(ცხენირემი) რადგან შეიძლება გახდეს აგრესიული. საქმე იმაშია, რომ 2007 წელს ცხენირემმა, რომელსაც ადგილობრივებმა მოგვიანებით Buzzwinkle უწოდეს, მთვრალმა დებოში ატეხა ლუდსახარშიდან ლუდის დალევის შემდეგ. ![]() 2. საღამოს 10 საათის შემდეგ შვეიცარიაში ტუალეტის ჩარეცხვა აკრძალულია. შვეიცარიის მრავალბინიან კორპუსში ღამის 10 საათის შემდეგ ტუალეტის ჩარეცხვა უკანონოა, რადგან ხმაურს იწვევს. სახლის მეპატრონეები, როგორც წესი, აწესებენ ბინათ სარგებლობის წესებს, მაცხოვრებლებს ეკრძალებათ ტუალეტის ჩარეცხვა საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე, რადგან ამან შეიძლება შეაწუხოს მათი მეზობლები. ![]() თუ ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის საუბრის დროს გაბედავთ დაძინებას, შედეგები შეიძლება ფატალური იყოს. თავდაცვის მინისტრი გენერალი ხიუნ იონგ-ჩული, გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წელს საზენიტო იარაღით სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც კიმთან შეხვედრის დროს ჩაეძინა. იმავდროულად, 2016 წელს განათლების საკითხებში ვიცე-პრემიერი კიმ იონგ-ჯინი ჩრდილოეთ კორეის საცეცხლე რაზმმა მოკლა დიქტატორთან შეხვედრის დროს ჩაძინების გამო. ![]() 1872 წლის შოტლანდიის ლიცენზირების კანონის მიხედვით, დანაშაულია ძროხისა და ცხენის ნასვამ მდგომარეობაში შეჯდომა და ტარება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეს 51 კვირამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ![]() ბოლივიის ქალაქ ლა პასში უცნაური კანონი მოქმედებს. რესტორნებსა თუ ბარებში გათხოვილ ქალებს უკრძალავს ერთ ჭიქაზე მეტი ღვინის მირთმევას. გავრცელებული ინფორმაციით, კანონი მიზნად ისახავს წინ აღუდგეს ქალების „მორალურ და სექსუალურად დასუსტებას“, რაც დაეხმარება ნასვამ მდგომარეობაში სხვა მამაკაცებთან ფლირტის თავიდან აცილებაში. კანონი არ ვრცელდება დაქორწინებულ მამაკაცებზე. ![]() ტაილანდში, საჯარო უხამსობის კანონის თანახმად, აკრძალულია სახლიდან გასვლა საცვლების გარეშე. როგორ აკონტროლებს პოლიცია ამ კანონს, უცნობია. ![]() რუსეთში მაქმანებიანი საცვლები ფაქტობრივად აკრძალულია 2014 წელს შემოღებული კანონით. საბაჟო კავშირმა, რომელიც შედგება რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთისგან, შემოიღო რეგულაცია, რომელიც მოითხოვს, რომ ტანსაცმელი შეიცავდეს მინიმუმ 6% ბამბას "ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების" გამო. ![]() ფეიერვერკი აკრძალულია ნორვეგიაში, გამონაკლისია ახალი წლის ღამე ყოველი წლის 1 იანვარის საღამოს 6 საათიდან დილის 3 საათამდე. ნებისმიერი ფეიერვერკი, რომელიც ნებისმიერ დროს გაუშვებთ, ნორვეგიის კანონმდებლობით უკანონოა. ასევე არსებობს მკაცრი კანონები იმის შესახებ, თუ როდის და სად შეუძლია საზოგადოებას ფეიერვერკების შეძენა ნორვეგიაში. მათი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ახალი წლის წინა დღეებში. ![]() თუ ქათმები გყავთ ჯორჯიის ქალაქ კუიტმანში, მათთვის გზის გადაკვეთა უკანონოა. კანონი ითვალისწინებს, რომ მეპატრონეებს თავიანთი ქათმები ყოველთვის კონტროლის ქვეშ უნდა ჰყავდეთ. ![]() სინგაპურში აკრძალულია საჯარო ადგილზე გადაფურთხება. დამნაშავე ჯარიმდება 1000 სინგაპურული დოლარით(640 £) პირველი დანაშაულისთვის. თუ მეორედ დაგიჭერენ, შეიძლება დაჯარიმდეთ 2000 S$-ით (1241 £). მესამედ და შემდგომ დანაშაულებებზე 5000 S$ (£3100). ![]() 1615 4-ს მოსწონს
|