x
image
K.P.
კახი კალაძე-"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი?

imageინტერნეტ პორტალი "PEOPLE.GE" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ივანიშვილი ალბათ მალე კალაძესაც გაწკეპლავს, ის ხომ პრემიერმინისტრისაგან მალულად პრეზიდენტობაზე ოცნებობსო... რამდენიმე კვირის წინ, ეს სურვილი კალაძემ საკუთარ გარემოცვასაც გაანდოო. პორტალი ამტკიცებს, რომ ენერგეტიკის მინიტრი სამტრედიელ მეგობრებთან ტრაბახობდა, იძახდა: "მე უნდა ვიყო პრეზიდენტი". imageგთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან: "სამტრედიაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმის შესახებ, რომ "კარლოს ბიჭი" მომავალი პრეზიდენტია. მეტიც 17 იანვარს, სამტრედიის ერთ-ერთ რესტორანში, კალაძის, როგორც "ჩვენი მომავალი პრეზიდენტის" სადღეგრძელო დაილია. იქვე, კალაძის მეგობრებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს ივანიშვილის მიერ ალასანიას "დამორჩილების" გამოც. თუმცა, გამოთქვეს ვარაუდი, რომ "კალაძის კანდიდატურა ბიძინას ძალიან ფრთხილად უნდა მიაწოდონ". "ეს ცოტა ისეთი კაცია და შეიძლება დაგვსაჯოს", -ასეთი იყო კალაძის სამტრედიელი მეგობრების კომპეტენტური დასკვნა". ინტერნეტ პორტალი იმასაც გვაუწყებს, რომ კალაძემ საკუთარი კანდიდატურა ივანიშვილს "ჩერეზ" ბერა უნდა მიაწოდოს. ბერა ხომ კალაძის შვილის ნათლიააო. ენერგეტიკის მინისტრი გარემოცვას ასე აიმედებს: "ბერა ბიძინას დააჯერებს, რომ მე უნდა ვიყო პრეზიდენტი".image

საინტერესოა, რამდენად რეალურია "PEOPLE.GE"-ს სტატია, თუ უბრალოდ ჭორებზეა აგებული. საქართველოშო ჭორები ხომ იმაზე ბევრად სწრაფად ვრცელდება ვიდრე სიმართლე. მოვლნების განვითერება კი ალბათ ყველაფერს ახდის ფარდას.imageimage

image

3
269
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
269
  
2013, 9 თებერვალი, 19:19
კაროჩე რა----ბანძები ზეიმობენ
2013, 3 თებერვალი, 21:21
ეეეჰჰჰჰ,რა ქვეყანაში ვცხოვრობთ!?!?!?!?-ჩვენ,რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ,კახი კალაძეს ხელში კომბალი უნდა ეჭიროს და ნახირში მიდიოდეს,მაგრამ ვინაიდან ეს ასე არ არის,,,,,.......
2013, 3 თებერვალი, 19:57
იმედია გადავრჩებით
0 1 3