ეს ქალბატონი არის ამერიკელი მიკელ რუფენელი. იგი ოთხი შვილის დედაა, იწონის 190 კილოგრამს და ბარძაყების გარშემოწერილობა 2, 4 მეტრი აქვს. მართლაც რომ რეკორდსმენია... მან გადააჭარბა World Records Academy-ზე არსებულ "ყველაზე დიდი ბარძაყების" რეკორდს. 
"არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომ ვიდარდო ჩემს მდგომარეობაზე, მე არ მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მამაკაცებს არ მოსწონთ გამხდარი ქალები"-განაცხადა მიკელმა.
მისი მეუღლე რეჯი კმაყოფილია თავისი ცოლის აღნაგობით, მიუხედავად იმისა რომ ბევრი უსიამოვნების მომტანია მათთვის მიკელის გვერდები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
წარმოიდგინეთ სკამი, რომელზეც მიკელი ჯდება... იმისათვის რომ მას სკამმა გაუძლოს ზედმეტი გამაგრება სჭირდება, ასევე საწოლი სადაც მიკელი იძინებს, სიგანით ორ მეტრამდეა. მას არ შეუძლია ნორმალურად და თავისუფლად გაიაროს დერეფანში. მხოლოდ გვერდულად თუ გააღწევს. ასეთი შედეგისთვის რომ მიეღწია, მას ყოველდღიურად ესაჭიროებოდა 3000 კალორიის საკვების მიღება.
"წლების განმავლობაში მე ვისწავლე ჩემი სხეულის სიყვარული და მე არ მცხვენია მისი დემონსტრირების"-ამბობს მიკელი.