მამაკაცებს ხშირად გვიჭირს სუსტ სქესთან საერთო ენის გამონახვა. ზოგჯერ სასაუბრო თემას ვერ ვპოულობთ, ზოგჯერ კი საერთოდ რაღაც სისულელებს ვროშავთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როდესაც არა უბრალოდ ქალს ვესაუბრებით, არამედ ქალს, რომელიც მართლა მოგვწონს. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ნერვიულობას ვიწყებთ. მაშ ასე მინდა წარმოგიდგინოთ 20 უნივერსალური სააუბრო თემა, რომელზეც შეიძლება ესაუბროთ სუსტი სქესის წარმომადგენლებს.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359794885.jpg)
1)კინო: უნივერსალური თემა. ვიწყებთ კითხვიდან "კინოთეატრში იყავი?" ვარკვევთ რისი ყურება უყვარს, დადის თუ არა ღამის სეანსებზე, ვპატიჟებთ კინოში, ყველაფერი კარგადაა.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359794992.jpg)
2)გატაცებები: მაგალითად თქვენ გიყვართ როლიკებით სეირნობა ან აგროვებთ მარკებს. პირველ შემთხვევაში მოკლე საუბრის შემდეგ დაპატიჟეთ სასეირნოდ, თუ როლიკებზე დგომა არ იცის, დაპირდით რომ ასწავლით. მეორე შემთხვევაში მოუყევით რომანტიული ისტორია საყვარელი მარკის შესახებ და დაპატიჟეთ კოლექციის სანახავად. არ დაგავიწყდეთ დაინტერესდეთ რა გატაცებები აქვს გოგონას და მიეცით დრო მოსაყოლად.
3)ლიტერატურა: მას კითხვა უყვარს? მაშინ წინ. რა წაიკითხა ბოლოს? რომელია მისი საყვარელი მწერალი? მოუყევით რას კითხულობთ თქვენ. იქნებ იცით რომ უახლოეს მომავალში რომელიმე წიგნის ეკრანიზაცია მოხდება.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359795361.jpg)
4)მუზეუმები, ღირსშესანიშნავი ადგილები: ნებისმიერ ქალაქში ასეთი ადგილი მრავლადაა. საკმარისია ხელში გზამკვლევი აიღოთ და რამოდენიმე მათგანის შესახებ ინფორმაცია დაიმახსოვროთ. მაშინ შეძლებთ გოგონას საინტერესო ამბები უამბოთ ქალაქში სეირნობისას. "იცი აქ მაიკოვსკი, პუშკინი, ვაჟა ფშაველა, ფიროსმანი ცხოვრობდა" და მოუყევით რომანტიული ისტორია ამ ადგილის შესახებ. დაინტერესდით რომელია მისი საყვარელი ადგილი ქალაქში.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359795533.jpg)
5)ცუდი ჩვევები: აჯობებს თუ "საყვარელ" ნაკლოვანებებზე ისაუბრებთ. მთავარია სახალისო იყოს.
6)ფული: ისაუბრეთ იმაზე თუ რა ღირს წიგნები, დისკები, ტელეფონები და სხვა. თუმცა ამ თემის გავრცობა არ ღირს, თორემ იფიქრებს, რომ ძუნწი ხართ. რამოდენიმე აზრის გაცვლის შემდეგ ჯობია სხვა თემაზე გადახვიდეთ. მაგალითად საჭმელზე.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359795714.jpg)
7)საჭმელი: ისაუბრეთ ყველაფერზე დაწყებული ბებიას საოჯახო ღვეზელებიდან, ეკზოტიკურ ზღვის პროდუქტებზე, კაფეებზე, რესტორნებზე და ა.შ. თქვენს საყვარელ კაფეში დაპატიჟება ამ სიტუაციაში სრულიად ლოგიკური იქნება.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359795828.jpg)
8)მოგზაურობა, გასეირნება: მოუყევით გოგონას თქვენი უკანასკნელი მოგზაურობის შესახებ. ჰკითხეთ სად უყვარს მას სიარული, უყვარს თუ არა მოგზაურობა. რა ურჩევნია ზღვა, მთა თუ ბარი, სად უნდა რომ იმოგზაუროს.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359795930.jpg)
9)ავტომობილი, ტრანსპორტი: დაინტერესდით ატარებს თუ არა ავტომობილს. არა? აქვს თუ არა სურვილი? რომელი ავტომობილი მოსწონს? რომელი ტრანსპორტის ტარება უნდა? იქნებთ გამანადგურებელის ან კოსმოსური ხომალდის? მოუყევით თქვენი ოცნების ავტომობილის შესახებ.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359796051.jpg)
10)სწავლა, სამსახური: მოუყევით რამოდენიმე სახალისო ამბავი თქვენი პრაქტიკიდან. ჰკითხეთ კოლექტივთან ურთიერთობის შესახებ, აწყობენ თუ არა საერთო წვეულებებს, ჰკითხეთ უფროსებისა და მასწავლებლების შესახებ. ამ ისტორიებში აუცილებლად იპოვით რამე საერთოს. რაიმეზე ერთად იცინებთ.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359796181.jpg)
11)როგორ ატარებს თავისუფალ დროს? ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში არ დაუშვათ კრიტიკა მის მიმართ.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359796245.jpg)
12)სპორტი: დაიწყეთ ფრთხილად, სპორტის საყვარელი სახეობებიდან, თუ გაიგეთ რომ სპორტითაა დაკავებული განავრცეთ თემა. ცნობილი სპორცმენები, სპორტული დარბაზები, ცურვის სახეობები, სპორტული ტურიზმი, აქ თემა უამრავია.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359796371.jpg)
13)ჯანმრთელობა: სპორტიდან გადადით ჯანმრთელობაზე. შეგიძლიათ თქვათ, რომ ბევრად უკეთესია ველოსიპედით სეინობა ვიდრე ბნელ კუთხეში წებოს ყნოსვა. შეიძლება ცოტა ერთად იფილოსოფოსოთ ამ თემაზე, თუ რა თქმა უნდა არ შეატყვეთ, რომ მთქნარება დაიწყო.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359796464.jpg)
14)რელიგია: თქვენ გჯერათ ღმერთის, ბედისწერის, დაინტერესებული ხართ ბუდიზმით, რელიგიის ისტორიით და ა.შ. ნუ მოგერიდებათ დაინტერესდით სჯერა მას თუ არა, რომ ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული თუ ფიქრობს, რომ ადამიანი თვითონაა თავისი ბედის შემოქმედი? თვლით, რომ თქვენი შეხვედრები შემთხვევითი არ არის? მიანიშნეთ ამის შესახებ. შეიძლება საინტერესო საუბარი გამოგივიდეთ.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359796642.jpg)
15)ურთიერთობა: აქ შეიძლება დაინტერესდეთ, როგორ მამაკაცს უნდა რომ შეხვდეს. რას ვერ მოითმენს: ღალატს, ძუნწობას, ეჭვიანობას... გამოთქვით თქვენი აზრი. ჰკითხეთ მეგობრების შესახებ, უამბეთ თქვენს მეგობრებზე.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359796871.jpg)
16)ბავშვები: პატარები, უმცროსი დები და ძმები, ნათესავები და უბრალოდ ნაცნობები. აუცილებლად იპოვით ბევრ რამეს სასაუბროდ. თუ თქვენს მიერ არჩეული ქალი უკვე დედაა, მაშინ საუბარი შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს. შეძლებთ გაარკვიოთ რამდენად სერიოზული ადამიანია თქვენს წინაშე.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359797180.jpg)
17)საჩუქრები, დღესასწაულები: რომელი დღესასწაულია ყველაზე-ყველაზე? უყვარს საჩუქრები? მიღება თუ ჩუქება? აუცილებლად ისაუბრეთ თქვენს შესახებაც.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359797257.jpg)
18)ტანსაცმელი: აუცილებელია კომპლიმენტი მისი შესანიშნავი ჩაცმულობის შესახებ. იხუმრეთ თქვენი საყვარელი ჯინსების შესახებ. აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის ქალი ყოველთვის ლამაზია მიუხედავად ჩაცმულობისა, ეს ხომ ყველა ნამდვილმა მამაკაცმა იცის.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359797377.jpg)
19)ცხოველები: თემა მომგებიანია, თუ რა თქმა უნდა ფსოქოპატს არ შეხვდით. ჰყავს მას ცხოველები? უყვარს ცხოველები? აუცილებლად უამბეთ ცხოველების მიმართ თქვენი დამოკიდებულების შესახებ.
![20 თემა გოგონასთან სასაუბროდ image](/uploads/article_images/small/80131359797546.jpg)
20)სექსი: შეიძლება გააკვირვოთ გოგონა მაშინვე სექსზე რომ დაუწყოთ საუბარი, მაგრამ შედეგი საეჭვო იქნება. ამიტომ აუცილებლად მოითმინეთ სანამ თქვენი ურთიერთობა მართლა არ მივა იმ დონემდე, როდესაც შეძლებთ ამ თემაზე საუბარს. იქამდე კი ისაუბრეთ ცნობილ წყვილებზე.